27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს საინტერესო პროექტში ჩართვას შემოგთავაზებენ. თუმცა, სამსახურის საქმეების გამო საოჯახო ვალდებულებებს ნუ დაივიწყებთ. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ შვილებს, ოჯახის წევრებს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. სანამ საყვარელ ადამიანს სერიოზულ თემაზე დაელაპარაკებოდეთ, კარგად გაიაზრეთ თითოეული სიტყვა.

კურო

სამსახურის საქმეები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი უამრავ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. ნუ მოაკლებთ ახლობლებს ყურადღებას, ხშირად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანს. გამოიჩინეთ ინტერესი საოჯახო საქმეების მიმართ. ხელშეკრულებების გაფორმებისას იყავით მაქსიმალურად ყურადღებით. აკონტროლეთ საქმიანი პარტნიორები. საყვარელი ადამიანი სიურპრიზითა და მზრუნველობით გაანებივრეთ.

ტყუპი

თუ რამე არ გამოგდით, საკუთარი თავი და არა გარშემო მყოფები უნდა დაადანაშულოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. სამსახურში სწრაფად მოგიწევთ მუშაობა და გადაწყვეტილებების მიღება. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. საღამოს მიხვდებით, რომ გამოწურული ლიმონივთ ხართ. სასიყვარულო შეხვედრა სხვა დღისთვის გადადეთ.

კირჩხიბი

ენერგია და სწრაფად აზროვნება ნებისმიერი სირთულის დაძლევაში დაგეხმარებათ. ნებისმიერ პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. ეცადეთ, მხრებში გამართულმა და თავაწეულმა იაროთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ მეორე ნახევრის ნათესავების მიმართ. საყვარელ ადამიანს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარეთ.

ლომი

სანამ ახალ პროექტებზე დაიწყებდეთ მუშაობას, დაგროვილ საქმეებში, ვალდებულებებში გაერკვიეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. გაუფრთხილდით ზურგს. აღადგინეთ გაწყვეტილი კავშირები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული

მოაწესრიგეთ მიმდინარე საკითხები. საქმიან ქაღალდებს ხელის მოწერამდე ყურადღებით გაეცანით. მოიკითხეთ ნათესავები. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა საწინაღმდეგო სქესის მიმართ. საკმარისია მარტოობა.

სასწორი

იმისათვის, რომ შვებულებაში გაემგზავროთ, დაწყებული საქმეები უნდა დაასრულოთ. კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კაპიტალდაბანდებისთვის. გაუფრთხილდით თვალებს, ღვიძლს. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ. დაქორწინებულებმა აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს