28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, კვალიფიკაციის ამაღლებაზე დაფიქრდეთ. მოსინჯეთ ძალები ახალ სფეროში. ოჯახური ცხოვრება სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. დილა ვარჯიშით დაიწყეთ, კარგია ცურვაც. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

კურო

ჩამოწერეთ დღეს შესასრულებელი საქმეების სია. ყველაფერი გამოგივათ, თუ არ იზარმაცებთ და მომავლისთვის არ გადადებთ. თავადაც კარგად იცით, რა გვნებთ, ამიტომ, უარი თქვეით მავნე პროდუქტების მიღებაზე. დაუვიწყარი საღამო გელით, რომანტიკით აღსავსე.

ტყუპი

საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ, რაც მატერიალურ მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ შინაური ცხოველების, შვილების მიმართ. ეცადეთ, ამ უკანასკნელებს ყველა სურვილი აუსრულოთ. გაუფრთხილდით ნერვულ სისტემას. შეამცირეთ ურთიერთობა თქვენთვის უსიამოვნო პიროვნებებთან. საინტერესო ადამიანთან გელით შეხვედრა.

კირჩხიბი

დაფიქრდით, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში და გამოასწორეთ შეცდომები. გამონახეთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზები. ოჯახის წევრების მიმართ მეტად მზრუნველი და მომთმენი უნდა იყოთ. თუ ახალი სიყვარულისთვის მზად ხართ, ის აუცილებლად გეწვევათ.

ლომი

სასურველი შედეგის მისაღებად გარჯა მოგიწევთ. ნუ დაძაბავთ ატმოსფეროს ოჯახში. სამსახურის საქმეების გამო ნუ მოაკლებთ მზრუნველობას ნათესავებს. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. საღამოს მეგობრულ წვეულებას არ გამოაკლდეთ.

ქალწული

დღეს შრომა და გარჯა მოგიწევთ, მაგრამ სამმაგად აგინაზღაურდებათ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. მკურნალობისას მეტად გამოიყენეთ ხალხური საშუალებები. გადაახალისეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან, პაემანი განსხვავებულ გარემოში დაუთქვით.

სასწორი

ნებისმიერ საქმეს, რომელსაც დღეს ხელს მოკიდებთ წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად. გაუფრთხილდით კუჭს. ნუ გადატვირთავთ ბუტერბროდებითა და ჰამბურგერებით. რომანტიკული ნაცნობობა გელით.

მორიელი

ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, იდეები. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. სიფრთხილე გმართებთ გამონათქვამებისას, განსაკუთრებით, იმათთან, ვისაც უყვარხართ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გაიუმჯობესეთ ფიზიკური მდგომარეობა. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობის უფლება მიეცით.

მშვილდოსანი ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს