"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა ჩემს წი­ნა­აღ­მ­დე­გა­ა"

"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს, ყვე­ლა ჩემს წი­ნა­აღ­მ­დე­გა­ა"

"ქმრის ნა­თე­სა­ვებ­თან პრობ­ლე­მა მაქვს და არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვიქ­ცე. 12 წე­ლია, გათხო­ვი­ლი ვარ და სის­ხ­ლი გა­მიშ­რეს. ვე­რაფ­რით შე­ეჩ­ვივ­ნენ ჩემს რძლო­ბას და მუ­დამ მაყ­ვედ­რი­ან, რომ მათ­მა ან­გე­ლოზ­მა, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი გო­გო მო­მიყ­ვა­ნა ცო­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით ბე­ბია ვერ მი­ტანს, მულ­თა­ნაც გა­მუდ­მე­ბით კონ­ფ­ლიქ­ტი მაქვს. დე­დამ­თი­ლი ხა­სი­ა­თის ქა­ლია: ხან მი­ღი­მის, ხან - მკბენს, მა­მამ­თი­ლი კი გა­მუდ­მე­ბით კო­პებ­შეკ­რუ­ლია. თუმ­ცა, არა ჩემ გა­მო, უბ­რა­ლოდ, ასე­თია, უხა­სი­ა­თო კა­ცია. მაზ­ლი ცალ­კე ცხოვ­რობს. მას­თან და მის ცოლ­თან ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს; ქვრივ ბი­ცო­ლას მი­აჩ­ნია, რომ მი­სი მაზ­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ვარ და გა­მუდ­მე­ბით მჭო­რავს მე­ზობ­ლებ­ში..." - ეს წე­რი­ლი 30 წლის გო­გო­ნამ მომ­წე­რა. მას­თან შეხ­ვედ­რა მო­ვა­ხერ­ხე. რო­ცა სა­კუ­თარ თავ­გა­და­სა­ვალს მიყ­ვე­ბო­და, ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დამ­რ­ჩა, თით­ქოს ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლია, მაგ­რამ ისიც უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მი­სი ოჯა­ხის წევ­რებ­საც ექ­ნე­ბათ თა­ვი­სე­ბუ­რი სი­მარ­თ­ლე და ალ­ბათ, ისი­ნი ამ წე­რილს გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბი­ან კი­დეც...

- იქ­ნებ მი­ზე­ზი შენ­შია? ოჯახ­ში ყვე­ლას­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დი?

- რა ვი­ცი, რა მი­ზე­ზი უნ­და იყოს? მარ­თ­ლა თავს ვიკ­ლავ სახ­ლ­ში საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბით, მა­ღა­ზი­ა­შიც ვმუ­შა­ობ და ოჯახ­ში ფუ­ლი შე­მაქვს, მე­ტი რა ვქნა? ვცდი­ლობ, ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა არ დავ­კარ­გო და დი­ლით ყო­ველ­თ­ვის ისე გავ­დი­ვარ სა­ძი­ნებ­ლი­დან, თით­ქოს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ; მინ­და, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, მაგ­რამ ისე­თი სა­ხე­ე­ბით მხვდე­ბი­ან, სი­ცი­ლის ხა­ლი­სი მე­კარ­გე­ბა. მა­გა­ლი­თად, დე­დამ­თი­ლი მთქნა­რე­ბით მე­უბ­ნე­ბა: რა მოხ­და, ასე კარგ ფეხ­ზე რამ აგა­ყე­ნაო? "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა­ზე" კი ბე­ბია მტუქ­სავს, - დი­ლა კი არა, უკ­ვე შუ­ადღეა. რით ვერ შე­ეჩ­ვიე დი­ლა­ად­რი­ა­ნად გაღ­ვი­ძე­ბას? ოჯა­ხის ქალს ასე­თი რამ არ შე­ე­ფე­რე­ბაო. არა­და, 10 სა­ათ­ზე გვი­ან არას­დ­როს წა­მოვ­მ­დ­გარ­ვარ ლო­გი­ნი­დან და ასე­თი ფუ­ფუ­ნე­ბაც მხო­ლოდ უქ­მე­ებ­ზე მაქვს, სხვა დროს გა­ცი­ლე­ბით ად­რე ვდგე­ბი... მოკ­ლედ, გა­უ­საძ­ლი­სია ამ ოჯახ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ქმა­რი ვე­რაფ­რით ვა­ი­ძუ­ლე, რომ ცალ­კე გა­და­ვი­დეთ.

- შე­ნი ქმა­რი რას ამ­ბობს, ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ არ გაქვს?

- ხან მე მა­და­ნა­შა­უ­ლებს, ხა­ნაც - და­ნარ­ჩე­ნებს. ზოგ­ჯერ ვჩხუ­ბობთ კი­დეც და მე­რე ეს ჩხუ­ბი ჩვე­ნი შე­რი­გე­ბით მთავ­რ­დე­ბა, რაც მი­სი­ა­ნებს სუ­ლაც არ უხა­რი­ათ. რა ვქნა, მიყ­ვარს და ბევრ რა­მეს ვუთ­მენ, მაგ­რამ არ ვი­ცი, რო­დემ­დე შევ­ძ­ლებ თა­ვის შე­კა­ვე­ბას. ერ­თხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერს მი­ვა­ფურ­თხო და გუ­ლი მო­ვი­ო­ხო, ყვე­ლას პირ­ში მი­ვა­ხა­ლო სათ­ქ­მე­ლი, მაგ­რამ ასე თუ მო­ვიქ­ცე­ვი, მო­მი­წევს იმ სახ­ლი­დან წა­მოს­ვ­ლა, მე კი არ მინ­და, ქმა­რი დავ­კარ­გო და შვილ­საც მა­მა წა­ვარ­თ­ვა.

- ერ­თი შვი­ლი გყავს? ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს