ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში

ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში

ყველაზე მსუქანი ბავშვი მსოფლიოში ინდონეზიელი 10 წლის ბიჭია, რომელიც 192 კილოგრამს იწონის. სიმსუქნით გატანჯული ბავშვის მშობლებმა გადაწყვიტეს, ის მკაცრ დიეტაზე დასვან - მხოლოდ ბრინჯი. აქამდე ბიჭუნა, რომელსაც არია პერნამა ქვია, დღეში ხუთჯერ ჭამდა და მისი რაციონი ბრინჯისგან, თევზისგან, ღორის ხორცისგან, ბოსტნეულის სუპისგან და ორი დიდი ღვეზელისგან შედგებოდა. ბიჭის დედა აცხადებს, რომ მისი შვილი გამუდმებით მშიერია.

სიმსუქნის გამო ბიჭი ჩვეულებრივ ტანსაცმელს ვერ იცვამს და სპეციალური სახვევებით დადის. სულ დაღლილობას და უჰაერობას გრძნობს. მხოლოდ სძინავს და ჭამს. ზოგჯერ კი აბაზანაში შედის და საათობით ზის იქ. ”ჩემი შვილი ძალიან სწრაფად იზრდება. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო გარდა იმისა, რომ საჭმელი შევუზღუდო” - ამბობს მისი დედა. ბიჭის მშობლებმა არაერთხელ მიმართეს ექიმებს, თუმცა ისინი საგანგაშოს ვერაფერს ხედავდნენ მის წონასა და სიმაღლეში.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს