იტალიელების სიამაყე მოცარელა - გაიგეთ მეტი უგემრიელესი ყველის სასარგებლო თვისებებზე

იტალიელების სიამაყე მოცარელა  - გაიგეთ მეტი უგემრიელესი ყველის სასარგებლო თვისებებზე

ამ ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მოცარელას ქართულ ყველთან მსგავსებაზე. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ქართველი დიასახლისებისთვის საკმაოდ მოთხოვნადი გახდა მოცარელა. ისინი მას სხვადასხვა კერძებში იყენებენ და ამრავალფეროვნებენ ქართულ სამზარეულოს.

ცნობილია, რომ იტალიელები და ქართველები ძალიან გვანან ერთმანეთს. საინტერესოა მსგავსება ყველის წარმოებაშიც თუ არის. ამ თემასთნ დაკავშირებით ქართველ მეყველეს ანა მიქაძე-ჩიკვაიძეს გავესაუბრეთ.

„ მოცარელა იტალიურად საუბრობს, ქართული ყველი კი ქართულად. მოცარელას საერთოდ დიდი ოჯახი აქვს : კამეჩის მოცარელა, სითხეში ჩადებული ბურთულები და ბევრი სხვა.... ქართულ ყველში შემიძლია შევადარო სულგუნს, უბრალოდ მთავარი განმასხვავებელი არის ის, რომ მოცარელა კეთდება მაღალ ტემპერატურაზე და არის რბილი, ხოლო სულგუნი კეთდება დაბალ ტემპერატურაზე და არის მაგარი. ასევე სულგუნი ბოლომდე ფურცლებად იშლება. მაგრამ მოცარელაც და სულგუნიც ორივე ხელმეორედ გამოხარშვის შედეგად მიიღება. „

იტალიის სიამაყედ წოდებული მოცარელა არამარტო იტალიელებისთვის, მსოფლიოს ყველა ქვეყნის გურმანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. მას ხშირად იყენებენ სალათების, ხორცეულის, ზღვის პროდუქტების, ბოსტნეულის და რა თქმა უნდა პიცის მომზადებისას. ის არაჩვეულებრივია, როგორც ცალკე აღებული პროდუქტიც. უხდება თეთრ ღვინოს, ზეთისხილს და სხვადასხვა კენკროვნებს. იტალიელები მოცარელას, მათთვის განსაკუთრებულად საამაყო კერძებში - პიცასა და სპაგეტში იყენებენ.

იტალიაში, მოცარელას წარმოების მრავალწლიანი ისტორია არსებობს. საქართველოსთვის ის შედარებით ახალი პროდუქტია, თუმცა მისი ფასი და გემო ქართველმა გურმანებაც კარგად იციან. ბევრი, მას სხვადასხვა ტრადიციული ქართული კერძის მომზადებისასაც კი იყენებს. მაგალითად, აჭარული ხაჭაპურის მოსამზადებლად.

იმის გარდა, რომ სხვადასხვა კერძებს შეუდარებელ გემოს და არომატს ანიჭებს, შეიცავს დიდი ოდენობით ცილას. პროდუქტი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც დიდი ფიზიკური დატვირთვა აქვს. ყველი მოცარელა შეიცავს დიდი რაოდენობით საჭირო ამინომჟავებს და ხელს უწყობს ორგანიზმში ბაქტერიების დონის დაბალანსებას. იქიდან გამომდინარე, რომ მასში კალცი დიდი ოდენობითაა, მოზარდების კვების რაციონშიც შეუცვლელი ინგრედიენტია.

თავად სიტყვა _ მოცარელა გაწყვეტას ნიშნავს, რაც მისი მომზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. თუ რა ტექნოლოგიით მზადდება მოცარელა, ამ კითხვით ნიკორას შვილობილი ბრენდის „ჩვენი ფერმერის“ ტექნოლოგს ნუგზარ დარჩიაშვილს მივმართეთ, რადგან მათ სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს ყველის წარმოება. ცოტა ხნის წინ კი ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდა და სწორედ იტალიური წარმოშობის ყველის - მოცარელას წარმოებით გაგრძელდა.

ბატონო ნუგზარ, როგორი ტექნოლოგიით მზადდება მოცარელა და რა გემოვნური თვისებებით გამოირჩევა ის?

კლასიკური იტალიური ყველი საქვეყნოდ ცნობილია თავისი რბილი და ელასტიური სტრუქტურით. ძველად, ტრადიციულად კამეჩის რძისგან მზადდებოდა, თუმცა დღეს მისი წარმოებისას ძირითადად ძროხის რძეს იყენებენ. მოცარელას აქვს რბილი რძიანი გემო და გამოიყენება როგორც სხვადასხვა კერძის მთავარს ინგრედიენტად, ისე შესანიშნავი მოსართავია პიცისთვის ან სალათებისთვის. ის შესაძლოა დაჭრათ კუბებად, გახეხოთ, დამდნარი სახით გამოიყენოთ ან თხელი ნაჭერი მიირთვათ, არაჩვეულებრივი გემო აქვს. გამოირჩევა დაბალი ცხიმიანობით, ასე რომ, ნუ მოერიდებით დიეტის დროსაც. მოცარელა კარგი მასალაა ცხობისთვისაც. განსაკუთრებით უხდება იტალიურ სადილებს, პიცას, ნივრიან პურს, სენდვიჩებსა და ზღვის პროდუქტებს. ყველი არ მოითხოვს დაძველებას, შეგიძლიათ მიირთვათ დამზადებისთანავე.

რით განსხვავდება ქართული მოცარელა ნამდვილი, იტალიური მოცარელასგან და რა ტექნოლოგიებს იყენებთ მის დასამზადებლად?

მოცარელას წარმოება ცოტა ხნის წინ დავიწყეთ. მისი მომზადების ტექნოლოგია იტალიურის იდენტურია. შესაბამისად, ზუსტად იგივე პირობებში და წესების დაცვით ვამზადებთ, როგორც ეს მის სამშობლოში ხდება. წარმოებისას პასტერიზებულ ძროხის რძეზე დამზადებულ ნედლეულს ვიყენებთ. მოცარელა ინახება +2....+6 გრადუსზე. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეინახოთ მინუს ტემპერატურაზე. მისი შენახვის ვადა 20 დღეა. მოცარელა მარილწყალშია მოთავსებული და მაღაზიის დახლამდე შეფუთულ მდგომარეობაში მიდის. შესაბამისად, რაიმე სახის გარე კონტაქტი გამორიცხულია, რაც ჰიგიენური ნორმების დაცვაში გვეხმარება. გარდა ამისა, მარილწყალი პროდუქტს საგემოვნებო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებაში ეხმარება.

მოცარელას მომზადებისას იტალიური დანადგარები გამოიყენება. თავდაპირველად, ყველის ამ სახეობის წარმოების დაწყება სწორედ იტალიელი ტექნოლოგების და მექანიზატორების კონტროლის ქვეშ მოხდა, რომლებსაც ჩვენ საწარმოში ვუმასპინძლეთ.

ამასთან, მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასიც საკამაოდ ხელმისაწვდომია. შეფუთული მოცარელას ღირებულება 5 ლარს შეადგენს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს