ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში

ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე 69 დღე რჩება - როგორ გამოიყურება ოლიმპიური სოფელი რიოში

როგორც იტყვიან, თითზე ჩამოსათვლელი დღეები დარჩა "რიო 2016"-ის პარაოლიმპიური თამაშების გახსნამდე. წლევანდელი პარაოლიმპიადა 7 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე გაიმართება. თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ ინვალიდობის სამი კატეგორიის სხვადასხვა ჯგუფს მიკუთვნებული სპორტსმენები, რომლებიც არიან საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევის მქონე პირთა სპორტის, უსინათლოთა სპორტის და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენილობის მქონე პირთა სპორტის წარმომადგენლები.

სპორტსმენები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის 22 სახეობაში. წინასწარი ინფორმაციით, თამაშებში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 4300 პარასპორტსმენი (მათ შორის 1600 ქალი). რიოს პარაოლიმპიურ თამაშებში გათამაშდება მედლების 528 კომპლექტი.

აღნიშნული თამაშები პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში იქნება ყველაზე დიდი თამაშები, როგორც სპორტის სახეობების, ასევე მონაწილეთა სიმრავლის მიხედვით.

რიოში პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრებიც. ვუსურვოთ ჩვენ სპორტსმენებს გამარჯვებები და შინ სახელოვნად დაბრუნება.

რიო დე ჟანეიროში უკვე გაიხსნა ოლიმპიური სოფელი, სადაც მონაწილე ქვეყნების დელეგაციები იცხოვრებენ. სულ აქ განთავსდება 18 ათასზე მეტი ოლიმპიელი და პარაოლიმპიელი, ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები. კომპლექსი მოიცავს 31 შენობას, სადაც განლაგებულია 3,600-ზე მეტი საცხოვრებელი ბინა.

აპარტამენტებში იქნება მუსიკალური ინსტრუმენტები, სათამაშო მოწყობილობები და ვიდეოტექნიკა. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე სპორტსმენები უზრუნველყოფილი იქნებიან კოსმეტოლოგების და ფსიქოლოგების მომსახურებით. ასევე, აქვე მდებარეობს მრავალკონფესიური რელიგიური ცენტრი, საცურაო აუზი და ჩოგბურთის კორტები.

"აქ ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ სპორტსმენები მორიგი შეჯიბრებისათვის მოემზადონ. ამავე დროს, ისინი ისადილებენ ერთად, რათა განიხილონ თამაშების მნიშვნელოვანი მოვლენები" - განაცხადა სერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ოლიმპიური სოფლის გახსნის ცერემონიალზე.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს