XII საუკუნის ქართული ფული - "ვერცხლის კრიზისი" და სპილენძის მონეტები

XII საუკუნის ქართული ფული - "ვერცხლის კრიზისი" და სპილენძის მონეტები

XII საუკუნე და XIII საუკუნის დასაწყისი საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ოქროს ხანაა. ყმადნაფიცი ქვეყნებით გარშემორტყმული საქართველოს სახელმწიფო თითქმის მთელ კავკასიას მოიცავდა. სახელმწიფოს არსებობის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო საქართველოს სამეფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელ ისლამურ სახელმწიფოებსა და ბიზანტიასთან. აღნიშნულ პერიოდს ემთხვევა ის დიდი გლობალური ეკონომიკური მოვლენა, რომელიც "ვერცხლის კრიზისის" სახელით არის ცნობილი. ეს მოვლენა დამახასიათებელი გახდა მუსლიმური სამყაროსთვისაც.

"ვერცხლის კრიზისის" თავისებურება ის არის, რომ ვერცხლის ფული ამოვიდა მიმოქცევიდან და მისი ადგილი სპილენძმა დაიკავა. სპილენძის ფული ვერცხლის ფულად გამოცხადდა, ე.ი. იქცა საკრედიტო მონეტად. საქართველოში მოჭრილ სპილენძის ფულზე ქართული ზედწერილების გვერდით, გვხვდება არაბული წარწერა, რაც მხოლოდ ეკონომიკური მოტივებით იყო ნაკარნახევი. ამით ქართულ ფულს გზა ეხსნებოდა მახლობელი აღმოსავლეთის ბაზრისკენ. გიორგი III-ის (1156-1184) მონეტაზე პირველად, ქართული სამონეტო საქმის ისტორიაში, თავსდება მხედრული დამწერლობა და ჩნდება თარიღი ქართული ქორონიკონით.

სპილენძი. გიორგი III (1156-1184). 1174 წ.

Av. აზიურ-ბიზანტიურ სამოსელში გამოწყობილი მეფე, მარცხენა ხელით დოინჯშემოყრილი. მარჯვენა ხელში შავარდნით. ფეხმორთხმით. თავზე საიმპერატორო სტემით. მონეტის არეზე ქართული მხედრული წარწერაა, რომელიც იუწყება მეფის სახელს (შემოკლებულად -გი) და 394 ქორონიკონს -1174 წელს.

Rv. სამსტრიქონიანი არაბული ზედწერილი: "მეფე-მეფეთა, გიორგი, ძე დემეტრესი - მესიის მახვილი".

გაიგეთ მეტი "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" შესახებ

გამოიწერეთ მონეტების წიგნი-ალბომი

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ