სოციალური ქსელი ექსკლუზიურად, მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის

სოციალური ქსელი ექსკლუზიურად, მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის

ინტერნეტში გამოჩნდა სოციალური ქსელი კონკრეტული მიზნობრივი აუდიტორიით. billionairiehearts.com გახლავთ გაცნობის საიტი მდიდრებისთვის. რეგისტრაციის დროს უნდა მიუთითო საკუთარი შემოსავლები, რომლის მინიმალური ზღვარიც წელიწადში 200 000 დოლარიდან იწყება. საიტზე ერთი თვით გაწევრიანების საფასური 70 დოლარია. სოციალური ქსელი შეძლებულ და მარტოსულ ადამიანებს ერთმანეთთან რომანტიკული ურთიერთობების გაბმის პლატფორმას სთავაზობს.

როგორც თავად საიტის ავტორები აცხადებენ, მათთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა, ამიტომ სწავლობენ, რამდენად რეალურია თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია საკუთარი ფინანსების შესახებ.

”ეს არის ყველაზე ეფექტური საიტი მსოფლიოში, რომლის მეშვეობითაც შეძლებთ იქორწინოთ შეძლებულ, ლამაზ ადამიანებზე. ჩვენი წევრები არიან კომპანიების უფროსები, ექიმები, ადვოკატები, ინვესტორები, სილამაზის დედოფლები, ფიტნეს მოდელები და ჰოლივუდის ვარსკვლავები”, - ნათქვამია საიტის განცხადებაში.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს