პატარძალი, რომელმაც საკუთარ ჯვრისწერაზე შვილს ძუძუ აჭამა, მეძუძურ დედებს მიმართავს

პატარძალი, რომელმაც საკუთარ ჯვრისწერაზე შვილს ძუძუ აჭამა, მეძუძურ დედებს მიმართავს

კრისტინა ტორინო ბენტონი და მისი 6 თვის ქალიშვილი ინტერნეტვარსკვლავებად იქცნენ მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში მათი ემოციური ფოტო გავრცელდა. ფოტოზე კრისტინა პატარა ჯემას შუა ცერემონიის დროს ძუძუს აჭმევს.

პატარა გოგონამ ჯვრისწერის ცერემონიის დროს დაიწყო ტირილი. "იმედი გვქონდა, რომ დედაჩემთან რამდენიმე საათი გაჩერდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა" - ამბობს კრისტინა. დედის თქმით, პატარას დილით ცუდად ეძინა და თან ცხელოდა საქორწინოდ გამოწყობილ ტანსაცმელში.

"ეკლესიაში ძალიან ცხელოდა. ჯემა წუხდა და ტირილს აგრძელებდა, რაც ძალიან მაწუხებდა. სულ ვბრუნდებოდი, რომ მენახა როგორ იყო. ყურებში მედგა ტირილი", - იხსენებს დედა. საბოლოო ჯამში მან ქალიშვილი ხელში აიყვანა და შუა ცერემონიაზე ძუძუ აჭამა. მისი თქმით, შეკრებილთაგან არავინ, არც მოძღვარი ამ ფაქტით შოკირებული არ ყოფილა.

მოგვიანებით კრისტინამ თავისი და პატარა ჯემას ფოტო მეძუძური დედების მხარდამჭერ ფეისბუქის გვერდზე დააშეარა და იმ დედებს მიმართა, რომლებიც ძუძუთი კვებავენ შვილებს: "მომენტი, როცა ქორწინდები და შენს პატარას შივდება... ვამაყობ ჩემი თავით! იბრძოლეთ თქვენი უფლებისთვის, ეს უფლება ღირს ბრძოლად!" - წერს ახალგაზრდა დედა მიმართვაში.

dailymail.co.uk-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს