მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც გადატრიალებას მოახდენს

მომავლის ტექნოლოგიები, რომლებიც გადატრიალებას მოახდენს

ბიონიკა

ყველას გვინდა განვვითარდეთ, უფრო ძლიერები და სწრაფები გავხდეთ. ბიონიკის სასწაულების წყალობით, მალე ეს შესაძლოა, რეალობად იქცეს. სწორედ ამაზე მუშაობენ ამჟამად მეცნიერთა ჯგუფები.

კომერციული კოსმოსური მოგზაურობა

დღეისთვის უკვე რამდენიმე კომპანია იბრძვის კოსმოსში ფრენების კომერციალიზაციის მოპოვებაში პირველობისთვის. საერთო გამოთვლებით, მათ კლიენტების ნაკლებობა ნამდვილად არ ექნებათ. რასაკვირველია, ინტერესი კოსმოსისადმი და უწონობაში ყოფნის სურვილი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება. პირველი ფრენები ძალიან ძვირადღირებული იქნება, მაგრამ როგორც ვარაუდობენ, მალე ბილეთის ფასი მდიდრულ კურორტზე გასამგზავრებელი ბილეთის ფასის დონეზე დაიწევს.

ჰოლოგრაფია

ონლაინ პორნოგრაფიის გამოჩენასთან ერთად, ჰოლოგრაფიაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ის, რაც აქამდე საინტერესო სატელევიზიო სპეცეფექტი იყო, მალე იქცევა რეალობად და მომხმარებელს არარეალურ შესაძლებლობებსა და ემოციებს შესთავაზებს.

მეხსიერების დინება

მეხსიერების დინება არის ტექნიკა, რომელიც საშუალებას იძლევა, ხელახლა განიცადო თავს გადამხდარი მოგონება ან ისეთი ამბავი, რომელიც შენ არ გადაგხდენია, მაგრამ სხვის მეხსიერებაში ინახება და საკუთარ მოგონებად ჩაიტვირთო გონებაში. დღეისათვის ამ ტექნიკაზე ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს. მიუხედავად ეთიკური და ფსიქოლოგიური დილემებისა, ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს. მას გააჩნია პოტენციალი, რომ სამომავლოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესის სახეობად იქცეს.

ვირტუალური რეალობა

ვირტუალური რეალობა გულისხმობს ხელოვნურ ინტერაქციულ წრეს, სადაც ისევე აღიქვამ სამყაროს, როგორც რეალობაში. ამ ტექნოლოგიის განვითარება "ნინტენდოდან" დაწყებული და "ოქულუს რიფტით" დასრულებული, ძალიან სწრაფად მოხდა. მრავალი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ახალი მოწყობილობები შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონება იყოს ბოლო ათწლეულში. აღნიშნავენ იმასაც, რომ ვირტუალური რეალობა ისეთ შესაძლებლობებს მიანიჭებს ადამიანებს, რომ მათ ჩვენს რეალობაში დაბრუნება აღარ მოუნდებათ.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს