პენსია დოლარებში - რამდენს იღებენ მოხუცები სხვადასხვა ქვეყანაში

პენსია დოლარებში - რამდენს იღებენ მოხუცები სხვადასხვა ქვეყანაში

1 ივლისიდან საქართველოში პენსია 20 ლარით - 180 ლარამდე გაიზარდა. წინასაარჩევნოდ კი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან ყველაზე ხშირად პენსიის მომატების დაპირება ისმის. საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ პენსიონერები სხვა ქვეყნებში და რით განსხვავდება საქართველოს საპენსიო სისტემა ევროპულისგან.

ესტონეთი, საშუალო პენსია: 440 დოლარი

ესტონეთის საპენსიო სისტემა სამი დონისგან შედგება: სახელმწიფო პენსია, სავალდებულო დაგროვებითი და დამატებითი დაგროვებითი პენსიისგან.

ესტონელები პენსიაზე 63 წლის ასაკში გადიან. ესტონეთში ყველა დასაქმებული ხელფასიდან საპენსიო ფონდში ანაზღაურების 20%-ს იხდის, 2%-ს კი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე. თავის მხრივ, სახელმწიფო ამ თანხას 4%-ს უმატებს. მაგალითად, თუ ესტონეთის მოქალაქის ხელფასი 1000 ევრო, 200 ევროს საპენსიო ფონდში იხდის, 20 ევროს საკუთარი დაგროვებითი პენსიის ანგარიშზე, 40 ევროს კი ყოველთვიურად ამ ანგარიშზე სახელმწიფო ურიცხავს.

ქვეყანაში მოქმედი კანონით, მოქალაქეს თავდაპირველად შეუძლია სახელმწიფო პენსიაზე გასვლა, მოგვიანებით კი სავალდებულო დაგროვებით პენსიაზე, ან პირიქით.

ბელორუსი, საშუალო პენსია: 134 დოლარი

ბელორუსში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 9,5 მილიონი ადამიანია, ყოველი მეოთხე პენსიონერია. ბელორუსის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, საშუალო პენსია 134 დოლარია. პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მიმდინარე წლის აპრილში ხელი მოაწერა საპენსიო ასაკის 3 წლით გაზრდას. მანამდე ბელორუსში მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 60 წლით, ქალბატონებისთვის კი 55 წლით განისაზღვრებოდა   განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს