გასული წლის ბოლოს სან-ფრანცისკოში რამდენიმე ქვეყნის სექსოლოგების ყრილობა გაიმართა. ღონისძიებაში მედიცინის ინდუსტრიის ათასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა კანადიდან, აშშ-იდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან და ა.შ. ერთ-ერთი საკითხი, განხილულთაგან, მოიცავდა სხვადასხვა ეროვნების მამაკაცებისა და ქალების სექსუალურ მოთხოვნილებებს.წარმოდგენილი მონაცემების შედეგად გაირკვა, რომ ყველაზე სექსუალური ხალხი გერმანელები არიან. ქალთა და მამაკაცთა შორის ჩატარებული მრავალრიცხოვანი გამოკითხვების შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე პოპულარულები არიან 18-დან 23 წლამდე ასაკის გერმანელი და ავსტრიელი ქალები, ასევე ამავე ეროვნების მამაკაცები 35-დან 45 წლამდე.
ექსპერიმენტის მონაწილეები საინტერესო პარამეტრებზე აკეთებდნენ აქცენტს. ქალებს თურმე გერმანელ მამაკაცებში მოსწონთ მათი ცივსისხლიანობა ექსტრემალურ სიტუაციებში, მამაკაცური გარეგნობა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი. მამაკაცებს კი მიაჩნიათ, რომ გერმანელი გოგონები არა მხოლოდ ყველაზე ნაზები და ლამაზები არიან, არამედ უფრო ტკბილმოსაუბრეებიც, ვიდრე სხვა ერის წარმომადგენლები.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)




















