ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს

ქალი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს

ფლორიდელი მომხიბვლელი გოგონა ჰოლი ბერტი "პლანეტის ყველაზე გრძელი ფეხების" ტიტულის მფლობელი გახდა. მას ეს ტიტული ამერიკულმა პრესამ მიაკუთვნა. გოგონას ფეხის სიგრძე 125,7 სანტიმეტრია. მან მოახერხა წინა რეკორდის მოხსნა, რომელიც 26 წლის ტეხასელ მოელ ლორენ უილიამსს ეკუთვნოდა - მისი ფეხის სიგრძე 124,4 სანტიმეტრია.

ჰოლი ბერტის სიმაღლე 195 სანტიმეტრია. ცოტა ხნის წინ გოგონა საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. იქ ის პარსონსის დიზაინის სკოლაში სწავლობს.

"ნიუ-იორკში უცებ დიდი პოპულარობა მხვდა წილად. აქ სულ კუდში დამდევენ ბიჭები, ვისთვისაც გრძელი ფეხები ფეტიშს წამოადგენს. როდესაც ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, კაცებს ყბები უვარდებათ. თუმცა მე ასეთი წესი მაქვს, რომ 190 სანტიმეტრზე დაბალ ბიჭს არ ვხვდები. საბედნიეროდ, ნიუ იორკში ბევრი მაღალი მამაკაცია", - ამბობს ბერტი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს