შეადარეთ ქართველი ოლიმპიელების სამოსს - რა აცვიათ რიოს ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების ნაკრებებს

შეადარეთ ქართველი ოლიმპიელების სამოსს - რა აცვიათ რიოს ოლიმპიადაზე სხვა ქვეყნების ნაკრებებს

ზაფხულის XXXI ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების სამოსი მეორე დღეა სოციალურ ქსელებში განხილვის მთავარი თემაა. ოლიმპიელების ტანსაცმელი ოლიმპიურმა კომიტეტმა მაღაზია "სამოსელი პირველს" დაუკვეთა. სამოსი არასპორტული და მოუხერხებელია, ბევრი მიიჩნევს, რომ ის სულაც არ ჰგავს ქართულს და ყირგიზული ან ტაჯიკური ორნამენტები აქვს.

მაშინ როცა, ქართველი ოლიმპიელების უნიფორმას "ფაფანაკები, ქისები და ჩიხტიკოპები" "ამშვენებს", ზოგიერთი უცხო ქვეყნის ნაკრებების ჩაცმულობა პირდაპირ მსოფლიოს მაღალი მოდის პოდიუმებიდან გადმოსულს ჰგავს.

იხილეთ ვიდეო

მაგალითად, კუბის ეროვნული ნაკრების სუპერ უნიფორმის შექმნა თავის თავზე აიღო კრისტიან ლაბუტენმა - უძვირფასესი სამოსისა და ფეხსაცმლის ფრანგმა დიზაინერმა, რომლის ფეხსაცმლის სავიზიტო ბარათი, ყველასთვის კარგად ცნობილი წითელი ლანჩაა.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ნაკრების ჩაცმულობა Ralph Lauren-ს მიანდეს, დიდი ბრიტანეთის ნაკრები კი ოლიმპიადის გახსნაზე სტელა მაკარტნის დიზაინით შექმნილი სამოსით მოიწონებს თავს...  თავად შეაფასეთ, მსოფლიო ოლიმპიელების ფორმები ამ ფოტოგალერეაში...

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს