49 წლის მილიონერის და მისი ახალგაზრდა ცოლის ზღაპრული საზაფხულო დასვენება

49 წლის მილიონერის და მისი ახალგაზრდა ცოლის ზღაპრული საზაფხულო დასვენება

იტალიელი მილიონერი ჯანლუკა ვაკი ინსტაგრამ-სელებრითია. საზაფხულო შვებულებას ის ახალგაზრდა ცოლთან ერთად იახტაზე ატარებს. "ინსტაგრამში" ჯანლუკა ცოლთან ერთად იახტაზე გადაღებულ ცეკვის ვიდეოებს, საკუთარ ფიტნეს-აქტივობებს და ყოველდღიურობის ამსახველ ფოტოებს დებს. მისი ყოველდღიურობა კი გლამურითაა სავსე: იახტები, მოტოციკლები, კერძო თვითმფრინავები, ვილები და ა.შ.

პირველად ვაკი მედიის ობიექტივში 2014 წელს მოექცა, როდესაც მსახიობ ზაკ ეფრონთან ერთად ისვენებდა. ცოლთან გადაღებული ცეკვის ვიდეომ ამის შემდეგ მიიქცია ყურადღება და განსაკუთრებით კი იმის გამო, რომ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა.

49 წლის ბიზნესმენი ავტოტრეილერების კომპანიას უდგას სათავეში და ფარმაცევტული პრეპარატების შემფუთავი აპარატების წარმოებას უძღვება. ფოტოგალერეაში წარმოგიდგენთ მილიონერის "ინსტაგრამიდან" აღებულ ფოტოებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს