მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გამოაქვეყნოთ ბავშვის ფოტოები ინტერნეტში

მიზეზები, თუ რატომ არ უნდა გამოაქვეყნოთ ბავშვის ფოტოები ინტერნეტში

სოციალური ქსელის მომხმარებლები ყველაფერს საჯაროდ აქვეყნებენ, იქნება ეს ყოველდღიურობის ამსახველი ფოტოები, ლოკაციები და ა.შ. ცოტა თუ ხვდება, რომ ბოროტმოქმედები სწორედ ინტერნეტში ეძებენ მსხვერპლს. გთავაზობთ იმ ჩამონათვალს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ საკუთარი შვილების უსაფრთხოების მიზნით.

არ მიუთითო ლოკაციები ფოტოებს

არ გამოაქვეყნოთ ზუსტი ადგილმდებარეობა, სადაც ბავშვთან ერთად იმყოფებით - იქნება ეს სკოლა, სპორტდარბაზი თუ კინოთეატრი. შეიძლება ეს ვინმემ ბოროტი ზრახვებისთვის გამოიყენოს.

არ გამოაქვეყნოთ ფოტო, რომელიც ბავშვის საყვარელ საქმიანობას გაამხელს

იმის მიხედვით, თუ რა უყვარს ბავშვს, მარტივად შეძლებენ მის ნებისმიერ ადგილას შეტყუებას.

არ გამოაქვეყნოთ ფოტოები, რომელზეც ბავშვის ოფიციალური მონაცემები ჩანს

სრული სახელის და საბუთის ნომრის გაგებით მარტივად შეიძლება იმის გარკვევა, სად ცხოვრობს და სწავლობს ბავშვი.

არ გამოაქვეყნოთ ფოტო, სადაც თქვენი პატარა ნახევრად შიშველია

თქვენ და თქვენს ახლობლებს ასეთი ფოტო გესაყვარლებათ, მაგრამ ზოგ ადამიანში შეიძლება ამან ავი ინტერესი გააჩინოს.

მომზადებულია adme.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს