ხართ თუ არა განსაკუთრებული ნუმეროლოგიური კომბინაციით დაბადებული ადამიანი

ხართ თუ არა განსაკუთრებული ნუმეროლოგიური კომბინაციით დაბადებული ადამიანი

რიცხვების მაგია ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში ახდენს დიდ გავლენას. თუმცა ძალზე ხშირად ადამიანების უმეტესობა ამას ვერ აცნობიერებს. დღეს მინდა განსაკუთრებულ ციფრებზე გესაუბროთ, რომელსაც ნუმეროლოგები სხვაგვარად "ჰეგენმონ ციფრებს" უწოდებენ. ამიტომ თუკი თქვენი დაბადების მონაცემებში ქვემოჩამოთვლილი ციფრები ფიგურირებს, უნდა იცოდეთ, რომ ბედი არაერთ საინტერესო სიურპრიზს გიმზადებთ.

ამგვარი ციფრი სულ ორი არსებობს – 11 და 22. თუმცა მათი ჰეგემონურობა, სხვა ციფრებზე უპირატესობას კი არა, ამ ციფრებთან დაკავშირებული ადამიანებისა და მოვლენების განსაკუთრებულობაზე მიანიშნებს. საქმე იმაშია, რომ ზემოხსენებული ციფრები საკუთარ თავში უდიდეს ენერგეტიკას ატარებენ. ამიტომ, ადამიანისთვის, რომელიც ზემოხსენებული ორი ციფრის გავლენაშია მოქცეული, აუცილებელია, სწორად მართოს საკუთარი შინაგანი ენერგია, რათა დაბადების ციფრის მაგიამ მისი ცხოვრება ერთ დიდ ქაოსად არ გადააქციოს.

ადამიანებს, რომელთა დაბადების ციფრებსაც 11 ან 22 წარმოადგენს ან მათი ნამრავლი/ჯამი უდრის ამგვარ ციფრს, უნდა ახსოვდეს, რომ თუ 1-დან 9 -მდე რიცხვები კაცობრიობის მიერ დაგროვილი ენერგეტიკული პოტენციალის მთელ სპექტრს აერთიანებს, 11 და 22 უკვე ასტრალური ენერგიის მაჩვენებელია. ნუმეროლოგები ამ ციფრებს "მზისა და მიწის ციფრებს" უწოდებენ და მათ

"ოსტატის ნიშნად" თვლიან. ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს