ეკატერინბურგში პაემანზე წასული 22 წლის გოგონა მდინარის პირას თავმოკვეთილი აღმოაჩინეს

ეკატერინბურგში პაემანზე წასული 22 წლის გოგონა მდინარის პირას თავმოკვეთილი აღმოაჩინეს

ეკატერინბურგში, მდინარის პირას გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს. გოგონას, რომელიც 22 წლის კრისტინა მედვედევა აღმოჩნდა, თავი ჰქონდა მოკვეთილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კრისტინამ ინტერნეტით მამაკაცი გაიცნო.

იგი 2016 წლის 24 ივლისს გაუჩინარდა, სამი დღე მის შესახებ არანაირი ცნობა არ არსებობდა.

"პაემანზე წავიდა ვიღაც ახალგაზრდასთან ერთად. სამი დღის შემდეგ საინფორმაციო გადაცემაში გამოაცხადეს, რომ მისი სხეული მდინარეში იპოვეს. თავი ჰქონდა მოკვეთილი", - ყვებიან მოკლულის მეგობრები.

კრისტინა მედვედევა ეკატერნიბურგში მოსკოვიდან ჩავიდა. ის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. გოგონას გაქრობის შესახებ პოლიციაში სწორედ მისმა მეგობარმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კრისტინა დიდ დროს ატარებდა სოციალურ ქსელებში და სიყვარულს ეძებდა.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დამნაშავის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს