ასე დასდევენ პოკემონებს მთელ მსოფლიოში - მოთამაშეებისთვის გადაღებული სახალისო ფოტოები

ასე დასდევენ პოკემონებს მთელ მსოფლიოში - მოთამაშეებისთვის გადაღებული სახალისო ფოტოები

მსოფლიო ახალმა ისტერიამ მოიცვა, რომელსაც Pokémon Go ქვია.

"პოკემონ გოუ" სმარტფონებზე აპლიკაციის სახით ყენდება, ასკანერებს იმ ქალაქის რუკას სადაც იმყოფები, მაგალითად თბილისს და რეალურ დროში შენი კომპიუტერული ავატარი იმავე ადგილებზე მიაბიჯებს, სადაც იმყოფები, გზაში კი პოკემონებს ხვდები და მათ იჭერ.

დიდი აზარტისა და ჩართულობის გამო, აპლიკაციას ასეულობით მილიონი ადამიანი იყენებს. ძლიერი პოკემონების ადგილსამყოფელის შეტყობისას კი ბატალიონებად მირბიან ტერიტორიაზე, რომ პირველებმა დაიჭირონ სასურველი პერსონაჟი. პოკემონის თამაშისას რამდენიმე ინციდენტი და უბედური შემთხვევაც დაფიქსირდა.

მაგალითად, ორი კალიფორნიელი ბიჭი კლდიდან გადმოვარდა თამაშის დროს. ორივემ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა სიკვდილს გადაურჩა. ინგლისელი თინეიჯერები კი გამოქვაბულში გაიჭედნენ. BBC-ის ინფორმაციით, 4 ახალგაზრდა მიწისქვეშა თავგადასავლის ძიებაში გამოქვაბულში გაიჭედა. მათ მოახერხეს დაერეკათ და დახმარება დროულად ეთხოვათ. 19 წლის შეილა ვიგინსს კი თავისი კოლექციის შევსება სურდა წყლის პოკემონით. როცა გოგონა თავის სახლთან მდინარის ნაპირს მიუახლოვდა, პოკემონი ვერა, მაგრამ წყალში მოტივტივე მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინა...

თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, თამაშისადმი ინტერესი სულ უფრო მატულობს. ფოტოგალერეაში წამროგიდგენთ იმ ფოტოებს, რომელიც ასახავს თუ როგორაა შეპყრობილი მსოფლიო პოკემონებით.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს