მეცნიერების თქმით, 50 წელში რობოტებსა და ადამიანებს შორის სექსი ნორმა იქნება

მეცნიერების თქმით, 50 წელში რობოტებსა და ადამიანებს შორის სექსი ნორმა იქნება

ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ უახლოეს 50 წელიწადში ადამიანსა და რობოტს შორის სექსი ნორმა იქნება. მათი აზრით, ასეთი კავშირები გააუმჯობესებს ადამიანების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ამას არანაირი ეფექტი არ ექნება პოპულაციაზე.

ბრიტანეთში, სანდერლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა სექსის ფსიქოლოგიაში ელენ დრისკოლმა ჩაატარა რამდენიმე ექსპერიმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაასკვნა, რომ ამ საუკუნეში "სექსუალური ტექნოლოგიები" მამაკაცსა და ქალს შორის კლასიკურ ურთიერთობას პრიმიტიულს გახდის.

დრისკოლის აზრით, უკვე 2070 წელს ადამიანები არა მხოლოდ სექსით დაკავდებიან, არამედ შეუყვარდებათ კიდეც რობოტები.

"არავინ იტყოდა უარს მისი სექსსათამაშო რომ "გაეცოცხლებინათ". მას არ ჭირდება კვება, არ უნდა უთხრა კომპლიმენტები, ის სხვასთან არ გიღალატებს. ეს გააუმჯობესებს ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ვირტუალური რეალობა სულ უფრო რეალური ხდება და სექსის იმიტაციის გაუმჯობესების შემთხვევაში, ბევრი ადამიანი იტყვის უარს ადამიანთან ურთიერთობაზე და რობოტებთან სექსს მიანიჭებს უპირატესობას", - ამტკიცებს დრიკსოლი.

სპეციალისტების აზრით, ვირტუალური სამყარო სულ უფრო რეალისტური ხდება და იმის გამორიცხვა, რომ ადამიანებს შეუყვარდებათ ხელოვნური ინტელექტი, არ შეიძლება. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ადამიანის დროის უმეტესი ნაწილი ვირტუალურ განზომილებაში იხარჯება, ასეთი შედეგი არც უნდა იყოს საკვირველი.

თუმცა, თუ სოციოლოგიურ კვლევებს დავუჯერებთ, ხალხი ჯერ არ არის მზად რობოტებთან სექსისთვის. ამიტომ კაცობრიობას კიდევ აქვს შანსი სიტუაციის გამოსწორების.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით