ესპანელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანს შეუძლია 135 წლამდე იცოცხლოს

ესპანელი მეცნიერების მტკიცებით, ადამიანს შეუძლია 135 წლამდე იცოცხლოს

ესპანეთში უნივერსიტეტ ოვედოს მკვლევარებმა მოახერხეს, საექსპერიმენტო თაგვების სიცოცხლე 65%-ით გაეხანგრძლივებინათ. თუ ცდის ადამიანებზე გადატანა მოხერხდა, მაშინ შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლის საშუალო ასაკი 135 წელი გახდეს.

მეცნიერები ეძებდნენ არა ახალგაზრდობის ელექსირს, არამედ წამალს, რომელიც უჯრედების დაბერებას შეანელებდა. მაგალითად, ისეთ პაციენტებში, რომლებიც იშვიათი დაავადებებით არიან სნეულები და 18 წლამდე კვდებიან.

მიკრობიოლოგებმა მოახერხეს ორი მოლეკულის მეშვეობით უჯრედების გადაპროგრამირების მექანიზმის და მათზე თანამედროვე წამლებით ზემოქმედების მოხდენის მეთოდის გამონახვა. წამლები საშუალებას იძლევა უჯრედები გაახალგაზრდავდეს, ამასთან არა მხოლოდ დაავადებული უჯრედები, არამედ 90 წელს ზევით მყოფი ჯანმრთელი ადამიანებისაც.

ამჟამად, მეცნიერები აპირებენ ადამიანის ორგანიზმიდან განსაკუთრებული ცილის გამოცალკევება სცადონ, რომელიც პასუხისმგებელია დაბერებაზე. მათი აზრით, დარჩენილია არც ისე ბევრი კვლევის ჩატარება და მოახერხებენ ნამდვილი "ახალგაზრდობის ელექსირის" დამზადებას.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს