ცნობილი ტურისტული ადგილები, რომლებსაც განადგურება ემუქრებათ

ცნობილი ტურისტული ადგილები, რომლებსაც განადგურება ემუქრებათ

რაღაცეები საუკუნოდ ინახება, ზოგჯერ ათასწლეულებითაც. არქაული ქალაქი პომპეი ვეზუვის ფერფლში დაიმარხა, მაგრამ დღეს, თითქმის 2 000 წლის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მისი ქუჩების ეპიკური ნანგრევები დავათვალიეროთ. მაგრამ გვექნება ამის შესაძლებლობა ხვალ? წარმოგიდგენთ იმ კულტურულ ფასეულობებს, რომლებიც შეიძლება მალე დავკარგოთ.

1. ჩინეთის კედლის თითქმის ორი მესამედი ეროზიის მიერაა განადგურებული. ამასთან ვანდალი-ვაჭრები კედელს აგურებს აცლიან, ტურისტები კი დიდი ენთუზიაზმით ყიდულობენ ამ "სუვენირებს". ამის გამო, შეიძლება ჩინეთის კედელი მალე სულ ჩამოიშალოს.

2. მშვენიერი ინდური სასახლე ტაჯ-მაჰალი შესაძლოა მდინარე ჯამანის დაშრობის გამო მალე ჩამოინგრეს, რომლის წყლებიც "სტაბილიზატორად" მოქმედებდა ნაგებობისათვის.

3. ვენეცია ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქი მსოფლიოში წელიწადში 5 მილიმეტრით ჩადის წყალქვეშ. ბოლო ხანებში იქ ძალიან გახშირდა წყალდიდობები და შესაძლოა ქალაქი მომავალში მთლიანად ჩაიძიროს.

4. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულები ძალიან შეწუხდებიან, როდესაც შეიტყობენ, რომ ალპები თავის მყინვარებს კარგავს. კლიმატური ცვლილებების გამო მყინვარები წელიწადში სამი პროცენტით ლღვება. ექსპერტების აზრით, 2050 წლისთვის შესაძლოა ალპები მთლიანად გაქრეს.

5. ძველ რომაული ქალაქი პომპეი 2000 წლის წინ ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ მაინც შემოგვრჩა დღემდე, მაგრამ ძლიერი წვიმების გამო სულ უფრო მეტად ინგრევა. 2010 წელს მთლიანად ჩამოინგრა შენობა, სადაც გლადიატორების სამწვრთნელო დარბაზები იყო. 2014 წელს იტალიის მთავრობამ 2 მილიონი ევრო გამოყო ქალაქ-მუზეუმის გადასარჩენად.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს