არაორდინალური მომსახურების სერვისები, რომლებსაც სასტუმროებში წააწყდებით

არაორდინალური მომსახურების სერვისები, რომლებსაც სასტუმროებში წააწყდებით

სასტუმროებში ნომრის მომსახურების გარდა, ბევრი დამატებითი მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნების სასტუმროების შემოთავაზებებს, რომლებიც ძალიან ეგზოტიკური, უცნაური და მოულოდნელია.

სექს მენიუ

კანადური სასტუმრო დრეიკ ჰოტელი ბევრ სასიამოვნო სერვისს გთავაზობთ: ნომერში კლიენტებს სთავაზობენ სექს-სათამაშოების ფართო არჩევანს. "სიამოვნების მენიუში" ასეულობით აქსესუარია. რასაკვირველია, ყველა სექს-სათამაშო ერთჯერადია და მათი ფასი 8 -დან 600 დოლარამდე მერყეობს.

გაშვებული შესაძლებლობების ბანაკი

სასტუმროების ქსელი "ცენტრალ პარკი" ბანაკს მოგაგონებთ. პროგრამა Live it! სასტუმროს კლიენტებს შეგასწავლით ყველაფერს, რაზეც დრო არ გყოფნით ყოველდღიურ ცხოვრებაში: ტანგოს ცეკვა, შოკოლადის ტორტის მომზადება, ფერწერის გაკვეთილები, სერფინგი, ფოტოგრაფია და ა.შ.

ნირვანაში შესვლა

ნიკარაგუაში სასტუმრო Mukul Beach, Golf & Spa გთავაზობთ ძველ რიტუალებს, რომლებიც ინდიელმა და ტიბეტელმა ბელადებმა დანერგეს პრაქტიკაში. პროცედურების მენიუში შედის აურის გაწმენდა, გასხივოსნება და ნირვანაში შესვლა. ასევე მრავალი სახის მასაჟი და მესამე თვალის გახელა.

ტირილის ნომერი

იაპონურ სასტუმროების ქსელში Mitsui Garden Yotsuya მარტიდან აგვისტომდე მოქმედებს უცნაური შემოთავაზება: ”ტირილის ოთახი”. ნომრის ქირაობა შეუძლიათ ქალებს, რომლებსაც სურთ ტირილით სტრესისგან გათავისუფლება. ატმოსფეროს შესაქმნელად მათ სთავაზობენ სენტიმენტალურ ფილმებს, იაპონურ კომიქსებს, მანგას, სევდიან წიგნებს და რბილ ხელსახოცებს. პირველი ტირილის შემდეგ სასტუმრო გთავაზობთ ჰიდრომასაჟის ნიღაბს თვალებისთვის. ”ტირილის ოთახი” 10 000 იენი ღირს.

კოპანიონი თევზი

ბრიტანული სასტუმრო Happy Guests Lodge ჩეშირის საგრაფოში ზრუნავს მათზე, ვისაც ურთიერთობა სჭირდება: სასტუმროს ქირაში შედის ოქროს თევზები. სასტუმროს მფლობელი ჯეფ რაილი ირწმუნება, რომ მომსახურება დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს