წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან

წარმოუდგენელი საჩუქრები, რომლებსაც მილიარდერები შვილებს ჩუქნიან

რამდენიმე თვის წინ რომან აბრამოვიჩმა თავისი პატარა შვილისთვის დაბადების დღე კომიკოს ბენ სტილერს მიალოცინა...

წარმოგიდგენთ მილიარდერების მიერ საკუთარი შთამომავლებისთვის მიძღვნილ უჩვეულო საჩუქრებს.

როკ ჯგუფის კონცერტი რომან აბრამოვიჩისგან

რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა თავის შუათანა ქალიშვილის, სოფიასთვის ნამდვილი როკ-კონცერტი მოაწყო. მან ორ მუსიკალურ ჯგუფს გადაუხადა ფული იმისთვის, რომ პერსონალურად მისი შვილის დაბადების დღისთვის გაემართათ კონცერტი. 18 წლის იუბილე სოფიამ საკუთარ ღამის კლუბში, 500 მეგობართან ერთად აღნიშნა, სადაც მისი საყვარელი ბენდები - Scouting for girls და Mcbusted უკრავდნენ.

ნახევარი ბანკი საჩუქრად სერგეი ვერმეენკოსგან

2008 წელს ტელეგადაცემა "რუსულ სენსაციებში" სერგეი ვერმეენკომ (2008 წელს "ფორბსმა" მისი ქონება 1,4 მილიარდ დოლარად შეაფასა) განაცხადა, რომ "ცენტრკომბანკის" აქციების 50% ქალიშვილ მარგარიტას აჩუქა 25 წლის იუბილეზე, შემდეგ კი ამ ძღვენს სამშენებლო კომპანიების 51%-იანი წილიც დაურთო.

ტიმატის კონცერტი საჩუქრად ზიადა მანასირისგან

"სკგ - რეგიონის" აღმასრულებელი დირექტორის ქალიშვილმა 15 წლის იუბილეზე რეპერ ტიმატის კონცერტი მიიღო საჩუქრად. საკონცერტო სააგენტოს ცნობებით, ერთი პერსონალური კონცერტი შვილისთვის ბიზნესმენს 30 000 ევრო დაუჯდა.

ორი კუნძული საჩუქრად დიმიტრი რიბალოვლევისგან

2013 წელს ბიზნესმენმა ქალიშვილის სახელზე ბერძნული კუნძული სკორპიოსი შეიძინა და ბონუსად მის გვერდით მყოფი კუნძული სპარტიც მიაყოლა. როგორც ბერძნულ მედიაში წერენ, უძრავ ქონებაში ბიზნესმენმა დაახლოებით ასი მილიონი დოლარი გადაიხადა.

იახტა საჩუქრად კლაივ პალმერისგან

2009 წელს საკუთარ ქალიშვილს 15 წლის იუბილეზე ბიზნესმენმა კლაივ პალმერმა 30-მეტრიანი იახტა "ჰორიზონტი" აჩუქა, რომელიც 5,3 მილიონი დოლარი ღირდა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს