ტოპ 10 აპლიკაცია iPhone-ის მფლობელებისთვის

ტოპ 10 აპლიკაცია iPhone-ის მფლობელებისთვის

Apple-ი რომ თავის მომხმარებლებს ბევრი საინტერესო აპლიკაციით ანებივრებს, ეს ცნობილი ფაქტია. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მათთვის სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას.

App Store-ში არსებობს აპლიკაციები, რომლებიც გაგვიადვილებს და უფრო საინტერესოს გახდის ჩვენს მოგზაურობას, დაგვეხმარება გემრიელი კერძების მომზადებაში, გაართობს ჩვენს პატარებს და დაეხმარება მათ მეტი ინფორმაციის მიღებაში, დაგვეხმარება სამუშაო დღის დაგეგმვაში, უზრუნველყოფს ჩვენს გართობას, დაგვიმუშავებს ფოტოებს, შეცვლის ვიდეოს ეფექტებს და ა.შ.

ყველაზე მოთხოვნად აპლიკაციებს საქართველოში Apple-ის მაღაზიათა ქსელი iTechnic გვთავაზობს. ამჯერად, "აიტექნიკი" იმ ათი აპლიკაციის ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომელიც სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანისთვის ერთნაირად საინტერესო და გამოსადეგია. მაშ ასე, iPhone-ის აპლიკაციები, რომლებიც მომხმარებლებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობენ:

1. Wunderllist - ხართ საქმიანი პერსონა? დღის განმავლობაში უამრავი შეხვედრის დაგეგმვა, ორგანიზება თუ ჩატარება გიწევთ? იღებთ უამრავ ქაოსურ ინფორმაციას, რომლის დახარისხებაც ჰაერივით გჭირდებათ? მაშინ Wunderllist თქვენთვისაა. ეს აპლიკაცია დაგეხმარებათ, დაგეგმოთ თქვენი სამუშაო განრიგი, ჩანიშნოთ შეხვედრები, მოინიშნოთ მნიშვნელოვანი ინფორმაციები... ეს აპლიკაცია სხვადასხვა გამოკითხვით ტოპ 10 აპლიკაციაში შედის, მისი მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე.

2. Shazam - გიყვართ მუსიკა? გიყვართ კარაოკე და ხშირად მღერით საყვარელ "ქავერებს" მეგობრებთან ერთად? მაშინ Shazam ძალიან დაგეხმარებათ, მოძებნოთ სასურველი სიმღერის შემსრულებელი და მისი დასახელება იმ შემთხვევაში, თუ ისინი საჭირო მომენტში დაგავიწყდათ და მხოლოდ სიმღერის მელოდია გახსოვთ. Shazam ეძებს სიმღერის დასახელებას და ავტორს თუ აპლიკაციას კონკრეტულ სიმღერას მოასმენინებთ.

3. Maps.me - თუ თქვენ ხშირად მოგზაურობთ, ან უბრალოდ, საკუთარი ტრანსპორტი გყავთ და გსურთ კონკრეტული მანძილები მოხერხებულად დაფაროთ, Maps.me კარგ მეგზურობას გაგიწევთ. აპლიკაცია ზომავს მანძილს ორ ნებისმიერ ადგილს შორის, გვიჩვენებს, თუ რამდენ ხანში მივალთ კონკრეტულ ადგილამდე, რადგან ის სიჩქარეს ჯიპიესის საშუალებით აღიქვამს და ითვლის. გვიჩვენებს უმოკლეს გზას. აპლიკაციას იმის აღქმაც შეუძლია, თუ სად არის ცალმხირივ მოძრაობა და რომელი გზა უნდა ავირჩიოთ, რომ მარტივად მივაღწიოთ დანიშნეულების ადგილამდე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მას ამ ყველაფრის გაკეთება ინტერნეტის გარეშე შეუძლია.

4. Snapseed - თუ ფოტოების გადაღება თქვენი გატაცებაა, ან უკვე გადაღებული სურათების გამრავალფეროვნებით თავის შექცევა გიყვართ, უკვე საკმარისი მიზეზებია, თქვენს iPhone-ში Snapseed აპლიკაცია ჩამოტვირთოთ. ამ აპლიკაციას შეუძლია ფოტოს დაჭრა, ეფექტების დადება, ჩარჩოების მორგება კონკრეტული სურათისთვის, ტექსტის დამატება და ასე შემდეგ.

5. MSQRD - მხიარული აპლიკაციაა. თქვენ იღებთ სურათს და პროგრამა საშუალებას გაძლევთ მოირგოთ სხვადასხვა ადამინის სახე - შეგიძლიათ გახდეთ ვენდეტა, გაიკეთოთ ბანტი...ასევე შესაძლებელია, მეგობართან ერთად გადაიღოთ სურათი და პროგრამა გაცლის თქვენს სახეებს, შეგიძლიათ მოირგოთ კონჩიტას სახე - მოკლედ, სახალისო გასართობია მათთვის, ვისაც იუმორის კარგი გრძნობა აქვს. ეს აპლიკაცია, ფაქტობრივად, თქვენი პოზიტიური განწყობის გარანტორია.

6. VivaVideo - თუ თქვენ ვიდეოების გადაღებით და შემდეგ მათი დამუშავებით ხართ გატაცებული, VivaVideo საჭირო ქმედებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. აპლიკაციას შეუძლია ვიდეოს ამოტრიალება, ვიდეოს დაჭრა, ვიდეოების გადაბმა ერთმანეთზე, ერთიანი კლიპის შექმნა, ეფექტების და ფილტრების ცვლა და ა.შ.

7. Heart Rate - აპლიკაცია ზომავს თქვენს პულსს.

8. DropBox - ინფორმაციის შენახვა შესაძლებელია დროფბოქსზე, რაც დაზოგავს თქვენი "აიფონის" მეხსიერებას და ინფორმაცია შენახული იქნება ონლაინ.

9. Say hi: საუკეთესო თარჯიმანი, რომელიც თარგმნის როგორც წერილობით, ისე ხმოვან სიტყვებს.

10. Gif me - ყველასთვის საყვარელი და აქტუალური აპლიკაცია, რომელმაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოშიც ძალიან გაითქვა სახელი. ეს არის პროგრამა, რომლითაც გიფების შექმნაა შესაძლებელი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს