25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

25 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოერიდეთ გარშემო მყოფების მიმართ ნეგატივის გამოვლენას. გაფრთხილდით, სამსახურში არავინ ჩაითრიოთ ინტრიგაში, ჩახლართულ-გაუგებარ სიტუაციაში. დღეს შეიძლება ყველაფერმა უჩვეულომ, ფარულმა გაგიტაცოთ.

კურო

გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, შვილებთან, ნათესავებთან. მაქსიმალურად მოერიდეთ მათთან ურთიერთობის გარკვევას. ნებისმიერი წარუმატებლობის მიზეზი ეძიეთ წარსულში. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

ტყუპი

მოერიდეთ დაპირისპირებას უფროსთან. ეცადეთ, არგუმენტირებულად გაიმართლოთ თავი. მეტი ყურადღება გმართებთ დაკისრებული მოვალეობების მიმართ. დღეს შეიძლება სხვების საქმეების შესრულებამ მოგიწიოთ.

კირჩხიბი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. შეხვედრების, მგზავრობის, ცვლილებების დღეა. გაგიჭირდებათ მოსაუბრესთან საერთო ენის გამონახვა. გაფრთხილდით, არ დაკარგოთ დოკუმენტები, არსად დააგვიანოთ.

ლომი

ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. დღეს პასუხისმგებლობა კოლეგებსა და პარტნიორებს არ დააკისროთ, ყველაფერი თავად მოაგვარეთ. მეტი ყურადღება გმართებთ საოჯახო საქმეების მიმართ.

ქალწული

სხვა დღისთვის გადადეთ ხელშეკრულებების გაფორმება, დაქორწინება. გარშემო მყოფებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ოპონენტთან საუბარმა (მისი ჭირვეულობისა და ემოციების გამო) შეიძლება სასურველი შედეგი არ გამოიღოს.

სასწორი

უამრავი წვრილ-წვრილი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. გაფრთხილდით კოლეგებმა ჭორებში, ინტრიგებში არ აგიყოლიონ. გარშემო მყოფებისგან ბევრს ნუ ელით, თავად კი დაკვირვებულად იმუშავეთ.

მორიელი

შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტელექტუალური სქმიანობა. საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ იქნებით ეჭვიანი და ზედმეტად მომთხოვნი. მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, განსაკუთრებით, მეგობრებთან.

მშვილდოსანი

მშვიდად მოაგვარეთ საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები. სხვა დღისთვის გადადეთ ბინის ყიდვა-გაყიდვა, რემონტი. გაუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს