26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გააკონტროლეთ პარტნიორები, რომლებთანაც საქმის დაწყებას აპირებთ. ზოგიერთი ისეთ საიდუმლოს გაიგებს, რომელსაც დიდი ხის განმავლობაში უმალავდნენ. გაგიმძაფრდებათ სურვილი გაიგოთ სხვა ადამიანების ცხოვრების ისტორია. მცირეხნიანი განმარტოებისას შეადგინეთ სამომავლო გეგმა.

კურო

საშუალება მოგეცემათ აღადგინოთ ურთიერთობა ძველ მეგობრებთან, პარტნიორებთან. თუ ისინი თქვენთვის მნიშვნელოვნები არიან, გაამყარეთ მათთან კავშირი. ნუ განმარტოვდებით. თუ სახლიდან ვერ გადიხართ, ვირტუალურად შეეხმიანეთ გარშემო მყოფებს.

ტყუპი

სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. თუ ივნისის თვეში ხართ დაბადებული, უფრთხილდით მათ, ვინც გაიძულებთ იყოთ უპასუხისმგებლო, ჭირვეული. გაფრთხილდით უცხო გარემოში მოხვედრისას.

კირჩხიბი

დღეს ყველაფერი უცნაური, უჩვეულო გაგიტაცებთ. შეიძლება ახალი კულტურით დაინტერესდეთ, ახალმა ტექნოლოგიებმა გაგიტაცოთ. ან ხელოვნებამ მოახდინოს თქვენზე ძლიერი ემოციური გავლენა. შეეხმიანეთ თქვენგან შორს მყოფ ახლობლებს.

ლომი

შეიძლება ყველაფერი ისე არ განვითარდეს, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ. შეხვდით მოვლენებს მშვიდად. მოერიდეთ დასკვნების გამოტანას. ისწავლეთ სხვების შეცდომებზე. დღეს გარშემო მყოფების გრძნობების, განწყობის გავალისწინებით უნდა იმოქმედოთ.

ქალწული

სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება და ხელშეკრულებების გაფორმება. სექტემბერში დაბადებულები ზედმეტად გაღიზიანებულად იგრძნობენ თავს. ზედმეტი ემოციურობის გამო მოერიდეთ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვას.

სასწორი

მოსალოდნელია გეგმების ცვლილება. სიტუაციის შესაბამისად იმოქმედეთ. სხვა დღისთვის გადადეთ მკურნალობის დაწყება; სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება. დღეს დაწყებული მეგობრობა დიდხანს არ გასტანს.

მორიელი

მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. პირადი ცხოვრება მოულოდნელობებით იქნება აღსავსე. შეიძლება გეგმებში ცვლილებების შეტანამ მოგიწიოთ, ან სხვათა ინტერესების გათვალისინებით მოგიწიოთ მოქმედებამ. იდეები მხოლოდ განიხილეთ.

მშვილდოსანი

ახლობლები მზრუნველობით გაგანებივრებენ. სიფრთხილე გმართებთ ელექტრონივთებთან, გაყვანილობებთან. დეკემბერში დაბადებულები მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებთან; აგრეთვე - ადამიანებს, რომლებიც თქვენ მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილები.

თხის რქა ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს