ამ სახლს ანგრევდნენ, მაგრამ რესტავრატორებმა მისგან საოცრება შექმნეს - ზღაპრული ინტერიერი

ამ სახლს ანგრევდნენ, მაგრამ რესტავრატორებმა მისგან საოცრება შექმნეს - ზღაპრული ინტერიერი

პენსილვანიაში, ქალაქ იორკის მმართველებს მიაჩნდათ, რომ ქალაქის შესასვლელში ასეთ ძველ სახლს არაფერი ესაქმებოდა, თუმცა რესტავრატორებმა შეძლეს ხალხის დარწმუნება, რომ ეს მოძველებული სახლი კიდევ იტყოდა თავის სათქმელს.

დღესდღეობით კი ეს განახლებული სახლი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. რესტავრატორებმა სახლს ძველი იერსახე შეუნარჩუნეს.

სახლი ანა დედოფლის სტილში იყო აშენებული, ამ სტილს მეორენაირად ინგლისური ბაროკოს სტილს უწოდებენ. საოცარი სანახავია, როგორ ჰარმონიულად ერწყმის დახვეწილი, ნატიფი შტრიხები ინგლისურ კონსერვატიულ სტილს. პროფესიონალებმა აღადგინეს ყველაფერი, თუკი რამის აღდგენა შეიძლებოდა. რისი განახლებაც შეუძლებელი იყო, ის ძალიან დიდი სიფრთხილით შეცვალეს სტილის შესაბამისად. ხუთი ჯიშის ხისგან დამზადებული პარკეტი, მოზაიკური ფანჯრები, მართლაც საოცრებაა. ყველა ოთახს თავისი ფერი აქვს შერჩეული. მაგალითად, ზედა მისაღები ვარდისფერ ფერშია გადაწყვეტილი. იხილეთ ფოტოები

სამზარეულო კი ისეთი ლამაზი და მყუდროა, რომ საათობით შეიძლება მისი თვალიერება.

რა თქმა უნდა, სახლში ყველა თანამედროვე აღჭურვილობაა გამოყენებული კომფორტისთვის, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს ძველებურ იერ-სახეს. სახლში არის ხუთი საძინებელი ოთახი, ყოველი მათაგანი საკუთარი სტილითა და ფერთა გამით აღჭურვილი.

დღესდღეობით ეს სახლი ისტორიული სასტუმროა, ტურისტების უსაყვარლესი ადგილი. არავინ იცის, რა ბედი ეწეოდა ამ საოცარ სახლს, რომ არა ახალი მფლობელების ასეთი მონდომება და საქმისადმი ასეთი პროფესიონალური მიდგომა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ