რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში?

რატომ აძლევენ დამატებით ორდღიან შვებულებას ქალებს ჩინეთში?

ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინცია ნინგქსია დასაქმებულ ქალებს მალე თვეში ორდღიან შვებულებას იმ შემთხვევაში მისცემს, თუ მათ ეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დასჭირდებათ.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, შვებულების პერიოდმა ქალების სამუშაო პირობები უნდა გააუმჯობესოს. გარდა ამისა, დამსაქმებლები თუ ახალ წესს არ დაემორჩილებიან, კანონის წინაშე პასუხს აგებენ. ახალი რეგულაცია ფეხმძიმე ან ახალნამშობიარები ქალების დასაცავადაა მიღებული.

ნინგქსია ჩინეთის ერთადერთი პროვინცია არაა, სადაც ქალების ორდღიან შვებულებასთან დაკავშირებით რეგულაციები შემოიღეს, რადგან ის ჩინეთის კიდევ ორ რეგიონში მოქმედებს.

გარდა ჩინეთისა, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ინდონეზიაში, მენსტრუალური ციკლის დროს ქალებს შვებულებაში უშვებენ, ტაივანში კი სამი დღით იმ შემთხვევაში ათავისუფლებენ, თუ მათ კრუნჩხვა შეაწუხებთ. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს