როგორ გამოიყურება ბიჭი ცნობილი ფოტოდან "იმედის ხელი" - ის ახლა 16 წლისაა

 როგორ გამოიყურება ბიჭი ცნობილი ფოტოდან "იმედის ხელი" - ის ახლა 16 წლისაა

1999 წელს ამ ისტორიამ და ფოტომ მსოფლიო მოიარა. ექოსკოპიაზე მისულ ფეხმძიმე ქალს უთხრეს, რომ მის ნაყოფს ხერხემალზე სერიოზული პრობლემა ჰქონდა. დეფექტის გამოც მისი ბავშვი ვერასდროს შეძლებდა სიარულს, ჯდომასაც კი...

ქირურგებმა ურთულესი გადაწყვეტილება მიიღეს, ნაყოფისთვის ოპერაცია მუცლად ყოფნის პერიოდშივე უნდა გაეკეთებინათ.

სარისკო ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. დასრულებისას, ჭრილობიდან ციცქნა ხელი გამოჩნდა და ექიმს თითზე ჩაებღაუჭა. თითქოს, ემადლიერებოდა, გასაჭირში, რომ არ მიატოვა.

ეს გულისამაჩუყებელი კადრი ფოტოგრაფმა დააფიქსირა და "იმედის ხელმა" მსოფლიო მოიარა.

დეფექტის აღმოსაფხვრელი ოპერაცია წარმატებით განხორციელდა. სემიუელ ალექსანდრ ადამსი 1999 წლის 2 დეკემბერს დაიბადა.

ასეთი იყო 2012 წელს.

ახლა იგი 16 წლისაა. ქირურგებმა სრულფასოვანი ცხოვრება აჩუქეს. თუმცა, მცირე შეზღუდვების მაინც აქვს და მუდმივად საჭიროებს ექიმის მეთვალყურეობას. აქტიურადაა ჩართული სპორტში, კალათბურთს თამაშობს და მიღებული ჯილდოებით ამაყობს. იხილეთ ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს