ქცევები და წესჩვეულებები, რომლებიც წარსულში მიუღებელი იყო, დღეს კი მისაღებია

ქცევები და წესჩვეულებები, რომლებიც წარსულში მიუღებელი იყო, დღეს კი მისაღებია

ყველა საზოგადოებას გააჩნია თავისი წესები და ქცევის ნორმები. ამჟამად ბევრი რამ, რაც ადრე დაუშვებელი იყო, მისაღებად მიიჩნევა. წარმოგიდგენთ სხვადასხვა ქვეყნების საზოგადოების ნორმებს, რომლებიც დღეს აბსურდული მოგეჩვენებათ.

1. მეცხრამეტე საუკუნეში სალონებში ასეთი წესი იყო: გოგონას მხოლოდ ორჯერ შეეძლო ერთი და იგივე პარტნიორთან ცეკვა. თუ ორი ცეკვის შემდეგ კიდევ იცეკვებდა წყვილი, მაშინ მამაკაცი ვალდებული იყო გოგონაზე ექორწინა.

2. ამერიკაში უზრდელობად ითვლებოდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მაკიაჟის წასმა და სარკეში ყურება.

3. გასული საუკუნის ოციან წლებში რუსი მოსწავლეები ალბათ, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რადგან გრამატიკულად გამართული წერა მიუღებელი იყო, როგორც არაპროლეტარული საქციელი.

4. ხანგრძლივი დროის მანძილზე ბულგარეთის მცხოვრებლები სტუმარს მინიმუმ ლიტრ-ნახევარ ღვინოს თუ არ დაალევინებდნენ, ცუდ მასპინძლებად ითვლებოდნენ. მამაკაცებისთვის 1,5 ლიტრზე ნაკლები ღვინის დალევა უღირსი საქციელი იყო.

5. მიუხედავად იმისა, რომ ხელთათმანების უამრავი სახეობა არსებობს და დღეს საკმაოდ პოპულარულიც არის ეს პროდუქცია, ადრე მათი გარეთ ტარება უტაქტობად ითვლებოდა და მას მხოლოდ საშინაო აქსესუარად ხმარობდნენ.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს