ფულის შოვნის გზები მუშაობის გარეშე

ფულის შოვნის გზები მუშაობის გარეშე

როდესაც არ მუშაობ, შესაბამისად, ფულიც არ გაქვს. ხშირად ხდება, როდესაც მუშაობ, მაინც არ გრჩება ფული. წარმოგიდგენთ მარტივ ხერხებს, თუ როგორ იშოვნოთ ფული დიდი ძალისხმევის გარეშე. ქვემოთ მოცემული რჩევები საუკეთესო არ არის, თუმცა იოლი ფულის მაძიებლებს ამერიკული გამოცემა dailyfinance.com-ი სწორედ ამ ჩამონათვალს სთავაზობს.

გაყიდე რაც არ გჭირდება

ამისთვის საჭიროა სახლის კარგად დალაგება, ამ დროს ბევრ უმნიშვნელო ნივთს იპოვნი, რომელიც შესაძლოა, სხვისთვის მნიშვნელოვანი იყოს. გაიტანე მშრალ ხიდზე, ან განათავსე ონლაინ გაყიდვების საიტზე ისეთი ნივთები, რომელსაც შენ არ იყენებ, მაგრამ სხვებისთვის შეიძლება საჭირო შენაძენს წარმოადგენდეს.

ჩააბარე სისხლი

აქ ორი მნიშვნელოვანი დეტალია: 1. აუცილებელია იყო ჯანმრთელი და 2. ხშირად ამის გაკეთება არ შეიძლება. მოიძიე, სად ხდება სისხლის ჩაბარება და გაეშურე უახლოეს პუნქტში.

ითამაშე კომპიუტერული თამაშები

არსებობს ასეთი პრაქტიკა: სათამაშო ექაუნთების გაყიდვა. კონკრეტულ თამაშებში თუ ძლიერ პერსონაჟს შექმნი, მისი საკმაოდ კარგ თანხად გაყიდვა შეგეძლება.

ჩააბარე ჯართი, ძველი წიგნები, ჟურნალ-გაზეთები...

არ არის აუცილებელი საზოგადოებრივი ქონება დააზიანო და დააძრო სპილენძის საგნები. დაათვალიერე სახლში ძველი ტექნიკა, მაცივარი, მტვერსასრუტი, კონდიციონერი და ა.შ. აგრეთვე გადახედე წიგნების თაროს, რომელსაც საერთოდ არ იყენებ, შეიძლება ისეთი ეგზემპლარები აღმოაჩინო, რომელსაც დიდი ენთუზიაზმით შეიძენენ ბუკინისტები.

დადე ნიძლავი

ზოგჯერ ისე ხდება, რომ ვიღაც იტყვის ისეთ რამეს, რაც 100%-ით იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. არ გაუშვა შანსი და დადე ნიძლავი.

მომზადებულია dailyfinance.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს