საიდუმლოებები, რომლებიც ქალებმა მამაკაცს არ უნდა გაუმხილონ

საიდუმლოებები, რომლებიც ქალებმა მამაკაცს არ უნდა გაუმხილონ

ქალების ჟურნალი ”კოსმოპოლიტენი” აქვეყნებს იმ ფაქტების სიას, რომლებიც შეიძლება ქალებისთვის ყოველდღიურობის ნაწილი იყოს, მაგრამ არასოდეს უნდა ისაუბროთ ამის შესახებ საყვარელ მამაკაცთან, თუ მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ.

1. არასოდეს აღნიშნო, რომ ატარებ ”ამწევ” ბიუსჰალტერს. შენ ხომ არ უყვები იმის შესახებ თუ რა ბრენდის პომადას ისვამ, რომელ ტონალურს ხმარობ და რომელ მკვებავს ისვამ ძილის წინ. ჰოდა, არც ამ დეტალის შესახებ არის საჭირო მისი საქმის კურსში ჩაყენება.

2. არ მოუყვე, რომ მასთან შეხვედრამდე ერთი კი არა, სამი მამაკაცი გყავდა. ჯერ ერთი, ის ხომ არ გაცნობს თავის ინტიმურ ბიოგრაფიას?! და ამასთან, წარსულს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს და მშვენიერი, ლამაზი მომავლის შესაქმნელად ემზადებიან.

3. არ გაუმხილო, რომ სამსახურში თანამშრომელი გეფლირტავება. კოლეგას თავად აგრძნობინე, რომ დაკავებული ხარ და მალევე მოგეშვება, მოყოლით კი, შეიძლება, საყვარელი მამაკაცს აწყენინო.

4. არ მოიწონო მის წინაშე თავი, რომ ამ თვეში მასზე დიდი ანაზღაურება მიიღე. მამაკაცს უყვარს, როდესაც ოჯახის უფროსად გრძნობს თავს, მათ შორის ფინანსურ ცენტრადაც. ასე რომ, თუ მოულოდნელად ხელფასი მოგიმატეს, მაინცდამაინც ნუ იჩქარებ ამ სასიხარულო ინფორმაციის მისთვის გაზიარებას. იქნებ ამან მის თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედოს...

5. არასოდეს არ უთხრა, რომ დედამისის გაკეთებული საჭმელი არ მოგწონს. ყველაზე კარგი, რაც შეგიძლია გააკეთო, ზრდილობიანად განაცხადო უარი საკვებზე და აღნიშნო რომ დიეტაზე ხარ, ან ცოტა ხნის წინ მიირთვი.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს