რა ცვლილებებს გამოიწვევს გენეტიკური მოდიფიკაცია ?

რა ცვლილებებს გამოიწვევს გენეტიკური მოდიფიკაცია ?

შესაძლოა, ახლო მომავალში მეცნიერებმა ადამიანის დნმ-ის კორექტირება მოახერხონ, რაც ისეთი სასიკვდილო დაავადებების დამარცხების შესაძლებლობას მოგვცემს, როგორიც კიბოა. მაგრამ მიგვიყვანს თუ არა ეს "დიზაინერული ახალშობილების" გაჩენამდე ? სპეციალისტი ბიოეთიკის საკითხებში ოუენ საფერი მიიჩნევს, რომ ამ სფეროში პიონერი ჩინეთი გახდება.

მეცნიერების განვითარების პარალელურად ადამიანის გარეგნობაში, გონებრივ შესაძლებლობებსა და ფიზიკურ მონაცემებში კორექტირების შეტანა შესაძლებელი ხდება, თუმცა რამდენად ეთიკურია მსგავსი ცვლილებების განხორციელება "ჭკვიანი" წამლების, ტვინის იმპლატანტებისა და გენის კორექტირების გზით ამ დრომდე საზოგადოების აქტიური განხილვისა და კამათის თემაა. გენების რედაქტირების ინსტრუმენტის CRISPR-cas9-ის შემუშავების შემდეგ ეს საუბარი კიდევ უფრო აქტიური გახდა.

ვდგავართ თუ არა რადიკალური ცვლილებების მიჯნაზე, რომელსაც გენეტიკურად სრულყოფილი ადამიანის შექმნამდე მივყავართ ? შესაძლოა, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი - ამ სამედიცინო გარღვევის ლიდერი და ავტორი ისეთი დასავლური ქვეყნები, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფოა, ვერ გახდება. წაიკითხეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს