* ევერესტი (მას მეორენაირად ჯომოლუნგმასაც უწოდებენ) - დედამიწის უმაღლესი წერტილია (8848 მეტრი). სახელი პირველი დამპყრობლის პატივსაცემად დაარქვეს. * დიდი ბარიერული რიფი - ავსტრალიის მახლობლად, დაახლოებით, 2 ათას კმ-ზეა გადაჭიმული. იქ ოკეანის ფლორისა და ფაუნის უამრავი ნიმუში მოიპოვება, რის გამოც, დღეს მას საზღვაო პარკსაც ეძახიან.
* მდინარე კოლორადოს კანიონი - დამთვალიერებლებისთვის ღიაა და რაც ყველაზე მთავარია, მდიდარია მინერალებითა და იშვიათი ბუნებრივი მასალით.
* ჩანჩქერი ვიქტორია - ადამიანებს უხსოვარი დროიდან იზიდავდა ულამაზესი სანახაობით, ტყითა და ველური ცხოველებით. დღეს ჩანჩქერის მახლობლად ტურისტული ბაზები და გასართობი კომპლექსებია შექმნილი.
* გუანაბარას ყურე - რიო-დე-ჟანეიროში მდებარეობს. იგი დედამიწაზე ყველაზე დიდი ყურეა, რის გამოც, მისმა აღმომჩენებმა მდინარედ მიიჩნიეს.
* პარკუტინი მექსიკაში მდებარე ვულკანია, რომლის ამოფრქვევამ ახლომდებარე სოფელი შეიწირა. იგი ყველაზე ახალგაზრდაა.
* ჩრდილოეთის ციალი - ცაში სხვადასხვა ფერის ბრჭყვიალა ნაპერწკალი და სხივი ინთება. მისი ნახვა შეიძლება პოლუსებთან ახლოს, ჩრდილოეთის ქვეყნებში. მოამზადა რუსუდან გელაშვილმა
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















