"შესაძლოა დარღვეული ოჯახებიც კი ხელახლა გაერთიანდნენ" - ვის რას გიმზადებთ მომავალი ერთი წელი სასწორში მყოფი იუპიტერი

"შესაძლოა დარღვეული ოჯახებიც კი ხელახლა გაერთიანდნენ" - ვის რას გიმზადებთ მომავალი ერთი წელი სასწორში მყოფი იუპიტერი

9 სექტემბრიდან პლანეტა იუპიტერი გადადის სასწორის ზოდიაქოში, სადაც ის მომავალი წლის ოქტომბრამდე დარჩება.

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში წერს, თუ რომელი სფეროები იქნება 9 სექტემბრიდან ყველაზე წარმატებული და ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს აღნიშნული პერიოდი:

"როგორც არაერთხელ მითქვამს, იუპიტერს ასტროლოგიაში "დიდი ბედნიერების პლანეტას" ეძახიან, რადგან მას იღბალი მოაქვს, იღბალთან ერთად კი სამართლიანობა და ოპტიმიზმი. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, რომელი სფეროები იქნება 9 სექტემბრიდან ყველაზე წარმატებული, გავიხსენოთ რას სიმბოლიზირებს სასწორის ნიშანი.

ეს ზოდიაქო ვენერას მმართველობის ქვეშაა და ამიტომ უპირველეს ყოვლისა, ჰარმონიასთან, სილამაზესთან, ბალნსთან, თანხმობის სურვილთან ასოცირდება. ამ ფონზე საზოგადოებაში ჰუმანიზმი მოიმატებს. იუპიტერი სასწორში კონფლიქტების მოგვარების მომხრეა. ამიტომ სწორედ ახლა მე ვფიქრობ, რომ თანდათან დაიწყება საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული პრობლემების მოგვარების ტენდენციები.

რას მოიტანს ეს ტრანზიტი პირად ურთიერთობებში?

სასწორში მყოფი იუპიტერი წინ პარტნიორობის თემას წამოსწევს. სიყვარული, რომანტიკა, ქორწინება, ოჯახი - მთელი 1 წლის მანძილზე აქტუალური იქნება. შესაძლოა ძველი, დარღვეული ოჯახებიც კი ხელახლა გაერთიანდნენ. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ზოგიერთს ახალი კავშირების მეშვეობით სოციალური სტატუსის გაუმჯობესების სურვილი გაუჩნდეს.

გაჩნდება მოთხოვნილება, ვიყოთ სოციალურად მეტად აქტიურები. ისინიც კი, ვინც აქამდე განმარტოებული ცხოვრების წესს ანიჭებდა უპირატესობას, საზოგადოებაში უფრო ხშირად გასვლის სურვილს იგრძნობენ. თუნდაც იმისათვის, რომ სხვებთან ის აზრები მიიტანონ, რაც მარტო ყოფნისას დაუგროვდათ. საამისოდ კი მათ იმ ადამიანების მოძენა დასჭირდებათ ვინც მათ იდეებს, მოსაზრებებს გაიზიარებენ, მათი პარტნიორები გახდებიან.

ბიზნესის თვალსაზრისით, მომდევნო ერთი წელი ასევე კეთილისმყოფელი იქნება ერთობლივი პროექტებისათვის, განსაკუთრებით იურიდიულ, ტურისტულ და ხელოვნებასთან დაკავშირებულ თემატიკაში. უნდა ითქვას, რომ ხელოვნება და ყველაფერი რაც ასოცირდება მშვენიერებასთან, მომდევნო 1 წლის მანძილზე დიდ დატვირთვას შეიძენს. შესაძლოა გაიზარდოს იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება დაეუფლონ ხატვას, სიმღერას, ამათუიმ ინსტრუმენტზე დაკვრას. დიდი ყურადღება დაეთმობა დიზაინის თემას.

სასწორის ნიშანში იუპიტერის მოგზაურობა ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებზე სხვადასხვა ზეგავლენას მოახდენს:

• პარტნიორული თემა ვერძებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. მათ, ვინც ჯერჯერობით არ იმყოფებიან ქორწინებაში დიდი შანსები აქვთ მიმდინარე ერთი წლის მანძილზე ოჯახი შექმნან. ვისაც უკვე ჰყავთ წყვილი, საერთო საქმეებში მონაწილეობა მოუწევთ. ეს შესაძლოა იყოს როგორც ბიზნესი, ისე მოგზაურობა, ან ერთობლივი ძალებით რაღაც ახალის შესწავლა, დაუფლება.

კუროებს მიეცემათ შანსები კარიერაში ან ბიზნესში წინ წაიწიონ. ისინი შეატყობენ, რომ სამუშაო მოცულობაში გაეზარდათ, მაგრამ ეს არ იქნება მათთვის დამღლელი თუ პრიორიტეტებს სწორად გადაანაწილებენ და ორგანიზებას გაუკეთებენ საკუთარ ძალებს. მათთვის აუცილებელი იქნება ენერგიის სწორი ბალანსის მოძებნა. კარგია მოგზაურობა.

ტყუპებისათვის მომდევნო ერთი წელი სასიყვარულო ურთიერთობებში შეიტანს მნიშვნელოვან და რაც მთავარია, სასიკეთო ძვრებს! ზოგიერთი ტყუპი ბოლობოლო იპოვნის დროს შემოქმედებით ან თავის ჰობით დაკავდეს. ზოგისთვის კი იუპიტერი იმ წეროს როლში აღმოჩნდება, რომელსაც ჩვილი ბავშვები მოჰყავს.

კირჩხიბებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისევ სახლი და იჯახი იქნება, ისინი აუცილებლად იგრძნობენ მხარდაჭერას ოჯახის წევრებისაგან ყველა წამოწყებებში. მათთვის განსაკუთრებით კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, ან ბინაში დიდიხნის სასურველი ცვლილებების, რემონტის გასაკეთებლად.

ლომებისთვის ეს პერიოდი კონტაქტების გაფართოებისთვის, ცოდნის მიღებისთვის, საცხოვრებლის შეცვლისთვის იქნება ხელსაყრელი. თუ ავტომობილის შეძენას აპირებთ, ესეც კარგი იდეა იქნება. თანაკლასელებთან, მეზობლებთან, და-ძმასთან ან ბიძაშვილ-დეიდაშვილებთან ურთიერთობამ შესაძლოა წარმატების გასაღები მოგცეთ ხელში.

ქალწულებს მატერიალური კეთილდღეობა ელით. თუმცა მანამდე შესაძლოა ფინანსური მიზნების გადახედვა მოგიწიოთ, რადგან შემოსავლების სხვა, ახალი წყარო გამოგიჩნდეთ.

• ყველაზე დიდი კომფორტი, რაღა თქმა უნდა, სასწორებს ექნებათ, რადგან იუპიტერი მათ ნიშანში იმოძრავებს. ეს მისცემთ საკუთარი ძალების რწმენას, და მართლაც, ნებისმიერი სფერო გინდ პირადი, გინდ კარიერული მიმართულებით სასწორებისათვის წარმატებული იქნება მთელი ერთი წლის მანძილზე.

მორიელებს არაა გამორიცხული ამ წლის მანძილზე სულიერი მასწავლებელი გამოუჩნდეთ, ისინი ვინც აქამდე ეზოთერიკით ჯერ არ იყო დაინტერესებული გარკვეულწილად მაინც უსათუოდ ჩაერთვებიან ამ სფეროში. მორიელების დიდ ნაწილს სულიერი ზრდის პერიოდი ეწყებათ. შესაძლოა სწორედ ახლა მიიღონ მათ პასუხები თავიანთვის ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე. მათთვის დღის წესრიგში მთელი სიმძაფრით დადგება განმარტოების, საკუთარ თავთან ჩაღრმავების აუცილებლობა.

• აი, რაც შეეხება მშვილდოსნებს, მათთვის მარტოობა კატეგორიულად მიზანშეუწონელი იქნება. მშვილდოსნებმა პირიქით, უნდა გაზარდონ სოციალური აქტივობაც და სანაცნობო წრეც. რაღა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს უმიზნო ნაცნობობები, ეს უნდა იყოს საერთო იდეებით გაერთიანებული ადამიანები. ისინი დაგეხმარებიან თქვენ დასახული ამოცანების სისრულეში მოყვანაში.

თხის რქებს კარიერული ზრდა და სოციალური წინსვლა ელოდებათ, ისინი ზემდგომი პირებისაგან მხარდაჭერას მიიღებენ. რაღა თქმა უნდა, თუ მათი მიზნები მკაფიოდ არს ჩამოყალიბებული და კონკრეტულად იციან რა შედეგებზე სურთ გასვლა. განსაკუთრებით იმ თხის რქებს გაუმართლებთ, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია პედაგოგიკასთან, მოგზაურობასთან, ან სამეცნიერო ძიებებთან.

მერწყულებს იუპიტერი დაუკმაყოფილებს თავისუფლების სურვილს და ახალ, საინტერესო თავგადასავლებს მოუტანს. კარგი პერიოდია თვალსაწიერის გაფართოებისათვის, სწავლის დასაწყებად, სამოგზაუროდ. უცხოელელ ადამიანებთან მეგობრული კონტაქტების დასამყარებლად. თუ ქვეყნის გამოცვლას აპირებთ, ესეც წარმატებით გამოგივათ. ასევე ხელსაყრელი პერიოდია იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად.

• და ბოლოს, თევზებისთვის იუპიტერს მოულოდნელი ფინანსური წარმატება ჰქონია შემონახული. ეს შესაძლოა მოხდეს გავლენიანი პირის წყალობით, ან ისეთი ადამიანების დახმარებით, რომლებიც უბრალოდ თქვენზე უკეთ ერკვევიან ფინანსურ საკითხებში. არაა გამორიცხული მემკვიდრეობის მიღებაც. საკმაო დატვირთვას შეიძენს ინტიმური სფეროც.

აი ასეთი ტენდენციები გველის მომავალში.

P.S. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ზოდიაქოს ნიშნებისთვის მოცემული პროგნოზი ზოგად მოხაზულობას წარმოადგენს. და მხოლოდ ნიშნის ტიპიურ წარმომადგენლებს ეხება. დანარჩენს პირადი ასპექტები დაგანახებთ".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს