გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელი გახდება - მეცნიერების სკანდალური განცხადება

გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება შესაძლებელი გახდება - მეცნიერების სკანდალური განცხადება

კომპანია "ჰუმაის" სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ მუშაობენ ადამიანების ტექნოლოგიურ აღდგომაზე. ამერიკული კომპანია აპირებს, ადამიანები მკვდრეთით ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აღადგინოს.

ფირმის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ადამიანის ტვინი გაიყინება, რის შემდეგაც მასში შეიყვანენ სპეციალურ ჩიპს. როდესაც ტექნოლოგიები საშუალებას მისცემენ, გაყინულ ტვინს ამოიღებენ კრიოკამერებიდან და ახალ ხელოვნურ სხეულში მოათავსებენ, ამ გზით დაუბრუნებენ ადამიანს სიცოცხლეს.

სიკვდილამდე პაციენტს შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით: მისი სამეტყველო სტილი, ქმედებები, აზროვნების პროცესი, ჩვევები. ეს ინფორმაცია ჩაიწერება ჩიპზე და გარდაცვლილის ტვინში ინტეგრირდება.

კომპანია "ჰუმაის" დამაარსებელი ჯოშ ბოკანეგრა აცხადებს, რომ კომპანია აპირებს შეაგროვოს პაციენტების შესახებ ინფორმაცია გარდაცვალებამდე სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით, რომელიც შემუშავების სტადიაშია.

სიკვდილის შემდეგ ადამიანის ტვინი კრიოტექნოლოგიის მეშვეობით გაიყინება. როდესაც ტექნოლოგია დასრულებული იქნება, მეცნიერები დაიწყებენ ტვინის ხელოვნურ სხეულებში გადატანას.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა