საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

საკვები პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

ამერიკაში, დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასრულეს ბავშვთა და მშობელთა კვლევის ანალიზი, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო ბრისტოლის უნივერსიტეტმა. სპეციალისტები იწერდნენ 4 500 ბავშვის კვების რაციონს და აფიქსირებდნენ ცვლილებებს მათი სხეულის მასის ინდექსში.

შედეგად, ექსპერტებმა შეძლეს გამოევლინათ ყველაზე მავნე პროდუქტები, რომლებიც ბავშვებს არ უნდა აჭამოთ.

1. კარტოფილის ჩიფსები

2. კარტოფილი ფრი

3. შემწვარი ქათამი

4. შემწვარი თევზი

5. გადამუშავებული ზეთი

6. ტბილი, ფქვილისგან დამზადებული დესერტები

7. ტკბილი სასმელები

პროდუქტების არჩევაში მშობლების მთავარი შეცდომა არის ის, რომ ყურადღებას მხოლოდ კალორიების რაოდენობას აქცევენ. მაღალკალორიული საკვები ყოველთვის არ მოქმედებს წონის მატებაზე. მაგალითად, მოხარშული კარტოფილი კალორიული და ნოყიერია, მაგრამ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს წონისთვის. საპირისპიროა კარტოფილის ჩიფსები და კარტოფილი ფრი, რომლებიც დიდი ოდენობით ზეთში იწვება.

მეცნიერების თქმით, მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის მენიუში ცხიმების რაოდენობას. იმისთვის, რომ ბავშვებში სიმსუქნის პრობლემა აირიდოთ, ექსპერტები გირჩევენ, რაციონში ჩართოთ სამი სახის პროდუქტი: ფრინველის ხორცი (მოხარშული), უცხიმო საუზმე და მსხვილმარცვლიანი პროდუქტები.

მომზადებულია bloknot.ru-ს მიხედვით.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს