პოლიციამ მანქანაში ნარკოტიკისგან გათიშული წყვილი აღმოაჩინა, მათ უკან 4 წლის ბავშვი ეჯდათ - ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეძრა

პოლიციამ მანქანაში ნარკოტიკისგან გათიშული წყვილი აღმოაჩინა, მათ უკან 4 წლის ბავშვი ეჯდათ - ფოტო, რომელმაც მსოფლიო შეძრა

ამერიკაში, ქალაქ ოჰაიოში შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა - პოლიციამ გზაზე აღმოაჩინა გაჩერებულ მანქანაში მსხდომი ნარკოტიკული საშუალებების გადაჭარბებული დოზით გათიშული ცოლ-ქმარი, რომელთაც უკანა სავარძელზე 4 წლის შვილი ახლდათ.

50 წლის ქმარმა მანქანის მართვისას გონება დაკარგა. ცოლ-ქმრის გამოფხიზლება ნარკანის დახმარებით შეძლეს და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვი - პოლიციის განყოფილებაში, შემდეგ კი კოლუმბიანას ოლქის ბავშვთა მომსახურების ცენტრში გადაიყვანეს. მშობლებს ამჟამად ბრალი ედებათ ბავშვის საფრთხეში ჩაგდებაში, მანქანის ღვედის გარეშე მართვაში და საჯაროდ ნარკოტიკულ ინტოქსიკაციაში.

მომზადებულია nydailynews.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს