ბიჭების აღზრდის შოკისმომგვრელი მეთოდები სპარტაში - აი, რატომ არ ეშინოდათ მათ სიკვდილის

ბიჭების აღზრდის შოკისმომგვრელი მეთოდები სპარტაში - აი, რატომ არ ეშინოდათ მათ სიკვდილის

სპარტანელი მეომრების სიმამაცესა და თავდადებაზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ სპარტას არ ერტყა კედლები, რადგან ითვლებოდა, რომ ადგილობრივი მეომრები ნებისმიერ შემოსევას გაუმკლავდებოდნენ. სპარტანელების ეშინოდათ... რაში იყო ასეთი სიძლიერის საიდუმლო? ამბობენ, სპარტანელების ასეთი სიმამაცე მათი აღზრდის შედეგიაო. ის იმდენად მკაცრი და დაუნდობელი იყო, რომ ჩვენს თანამედროვე ცხოვრებაში ბარბაროსობად აღიქმება. მართლაც, მომავალი მეომარი იზრდებოდა ისეთ პირობებში, რომელიც თანამედროვე მშობლებისთვის შოკისმომგვრელი იქნებოდა.

სუსტი ბავშვები ვერ გადარჩებოდნენ

ითვლებოდა, რომ ყოველი მეორე ბავშვი, რომელიც იბადებოდა სპარტაში - იღუპებოდა ახალშობილობის ასაკში. ეს ყველაფერი ხდებოდა იმიტომ, რომ დაბადების შემდგომ მამა ვალდებული იყო ახალშობილი წაეყვანა უხუცესებთან. ისინი უთვალიერებდნენ მას ყველაფერს, ხომ არ ჰქონდა რაიმე ავადმყოფობის ნიშნები. თუ რაიმე "ნაკლს" აღმოუჩენდნენ, მამას უბრძანებდნენ, ჩაეგდო ბავშვი ორმოში, რათა მომკვდარიყო.

ყაზარმა 7 წლიდან

7 წლიდან - ბიჭები მიჰყავდათ სპეციალურ ყაზარმებში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ. ის ასევე ასრულებდა მასწავლებლის როლს. თუ ბიჭები ერთმანეთში იჩხუბებდნენ, ზედამხედველი-მასწავლებელი აიძულებდა მათ მუშტით გაერკვიათ ყველაფერი. ასევე მას ჰქონდა მათრახი, რომელსაც რეგულარულად იყენებდა დამნაშავის დასასჯელად.

ქურდობის წახალისება

სპარტანელ ბიჭებს ჰქონდათ მინიმალური ნივთები. მაგ: ფეხსაცმელი ითვლებოდა ფუფუნებად.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს