ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს

ავსტრიელმა თინეიჯერმა მშობლებს უჩივლა, რადგან მათ გოგონას ბავშვობის ფოტოები "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს

ფრთხილად მშობლებო! ერთ დღესაც შესაძლოა თქვენმა შვილებმა სასამართლოში გიჩივლონ მათი პირადი ინფორმაციის გასაჯაროვებისთვის. ასე დაემართათ ავსტიელ მშობლებს, რომლებმაც უწყინარი მიზნებით მათი ქალიშვილის ბავშვობის ფოტო განათავსეს სოციალურ ქსელში.

ახლა გოგონა მშობლებს სასამართლოში უჩივის და მოითხოვს, მათ "ფეისბუქიდან" შვილის ბავშვობის ფოტოები აიღონ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სასამართლო მსგავს საქმეს განიხილავს.

18 წლის გოგონა, რომლის სახელიც არ საჯაროვდება, ამბობს, რომ მშობლების მიერ გამოქვეყნებული ფოტოები უხერხულობას უქმნის და მისი პირადი სივრცე ირღვევა. "მათ არც სირცხვილი იციან და არც ზღვარი. არ ადარდებთ, უნიტაზზე ვზივარ, თუ შიშველი ვწევარ საწოლზე, ყველა ოჯახური ფოტო გამოაქვეყნეს", - ამბობს გოგონა.

მისივე თქმით, არაერთხელ სთხოვა მშობლებს ფოტოები აეღოთ, რომელთა რაოდენობა 500-მდეა, მაგრამ მათ უარი განუცხადეს. ამიტომ გოგონამ გადაწყვიტა სასამართლოში ეჩივლა. "დავიღალე იმით, რომ მშობლები სერიოზულად არ აღმიქვამენ" - განაცხადა მან.

გოგონას დედ-მამამ ფოტოები "ფეისბუქის" 700-ზე მეტ მეგობარს გაუზიარეს. როგორც მამამ ქალიშვილს განუცხადა, მან თავად გადაიღო ფოტოები, ამიტომ მათი განკარგვა მისი ნება იყო. საქმის განხილვა ნოემბრისთვისაა დანიშნული, გოგონას ადვოკატის მაიკლ რემის თქმით, მას დიდი შანსი აქვს, საქმე მოიგოს.

მომზადებულია Telegraph.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს