სიმსივნის 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

სიმსივნის 5 ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ

სიმსივნით დაავადებული თინეიჯერების ბრიტანული საქველმოქმედო ფონდის მონაცემების თანახმად, ყოველი მესამე სიმსივნე ამ ასაკში ძალიან გვიან დგინდება - იმ სტადიაზე, როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა შეუძლებელია. ფონდის მკვლევარების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, მოზარდების, მათი მშობლების და ექიმების 29% ყურადღებას არ აქცევენ სიმპტომებს.

მეცნიერებმა სპეციალურად გამოჰყვეს კიბოს 5 ნიშანი, რომელიც არ შეიძლება უყურადღებოდ დატოვოთ.

  • ხანგრძლივი ტკივილი. თუ რამდენიმე დღის მანძილზე გრძნობთ ტკივილს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლებიც ძნელად უმკლავდებიან, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. აუცილებელია ტკივილის მიზეზი გაირკვეს.
  • წარმონაქმნები, კოპები, ლაქები. შენიშნეთ კანქვეშ რაიმე უცნაური? ეს შეიძლება ძალიან ცუდი ამბავის მაუწყებელი იყოს. ხშირად სიმსივნე თავს ავლენს როგორც უცნაური და უმტკივნეულო გამკვრივება. ასეთ შემთხვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
  • ექსტრემალური დაღლილობა. თუ გამუდმებით მოთენთილად გრძნობთ თავს რეალური მიზეზის გარეშე, ამის მიზეზი შეიძლება არასწორი კვება ან დაავადება იყოს. ასეა თუ ისე, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ.
  • წონის საგრძნობი კლება. თუ ინტენსიურად კარგავთ კილოგრამებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სერიოზული სანერვიულო გაქვთ. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად სიმსივნე გაქვთ, მაგრამ აუცილებელია მიზეზის დადგენა.
  • ხალის ფორმების ცვლილება. მელანომას ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმპტომი ხალის ფორმის ცვლილებაა. თუ ერთ-ერთი ხალი მოულოდნელად შეიცვალა ან ფერი იცვალა, ან ფორმა, აუცილებლად მიმართეთ ონკოლოგს.

teenagecancertrust.org-ის მიხედვით

"2021 წელიც რთული იქნება...  დაახლოებით 2022-ის გაზაფხულიდან მოყოლებული ეს ყველაფერი გადაივლის" - ასტროლოგი

რეზო გიგინეიშვილი მესამე ცოლსაც დაშორდა -  წყვილის გაყრის მიზეზი ისევ ფული გახდა?

როგორ მიულოცა ელისაბედ მეორემ მეამბოხე რძალს დაბადების დღე - ფოტო და მილოცვა, რომელმაც ბრიტანელები გაანაწყენა