ოლიგარქ მუსა ბაჟაევის ქალიშვილი მონაკოში 20 მილიონად ღირებული კაბით გათხოვდა

ოლიგარქ მუსა ბაჟაევის ქალიშვილი მონაკოში 20 მილიონად ღირებული კაბით გათხოვდა

22 წლის სტუდენტი ელინა ბაჟაევა ცოლად გაყვა ცნობილი ჩეჩენი ბიზნესმენის, ალიზან მამაკაევის შვილს. ბაჟაევას ოჯახისთვის ეს წელი დაუსრულებელ დღესასწაულად იქცა. უფროსი ქალიშვილის, მარიამის გათხოვების შემდეგ ოლიგარქმა მუსა ბაჟაევმა უმცროსი შვილიც გაათხოვა. ელინა კომპანია Dorchester Finance-ს მფლობელის, ალიხან მამაკაევის შვილს გაყვა ცოლად.

ელინას რჩეული 25 წლის ბეკხანი ლონდონის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ექვს ენაზე საუბრობს. ახალგაზრდა მამის რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია. თანამემამულეების გასაკვირად ქორწილი ევროპული სტანდარტებით ჩატარდა. ქორწილი მონტე კარლოში გაიმართა რესტორან Le Louis XV-ში, სადაც ოჯახმა მხოლოდ ასი კაცი დაპატიჟა. შთამბეჭდავი საქორწინო კაბა ელინას ლიბანელმა დიზაინერმა ზუხაირ მურადმა შეუკერა 20 მილიონ რუბლად.

მომზადებულია life.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს