ეპილეფსიის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვი მარიხუანით განიკურნა

ეპილეფსიის მძიმე ფორმით დაავადებული ბავშვი მარიხუანით განიკურნა

3 წლის ირლანდიელი ბიჭუნა, რომელიც ეპილეფსიის უკურნებელი ფორმით იტანჯებოდა, გამოჯანმრთელების ეტაპზეა მას შემდეგ, რაც ამერიკაში კანაფის ზეთით მკურნალობა ჩაუტარეს.

ტრისტან კაჰალეინი ეპილეფსიის ერთ-ერთი ფორმით, ე.წ Dravet Syndrome-ით არის დაავადებული და ყოველდღიურად უმძიმესი შეტევებით იტანჯებოდა. როგორც ბავშვის დედა ამბობს, ტრისტანს დღეში ოცამდე შეტევა ჰქონდა, რის გამოც მას მარტო არასდროს ტოვებდნენ და თამაშის უფლებასაც კი ვერ აძლევდნენ.

თუმცა, ბოლო სამი თვის მანძილზე ბავშვის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ტრისტანის დედამ, ივონმა გადაწყვიტა ამერიკაში წაეყვანა შვილი კანაფის ზეთით მკურნალობისთვის. ირლანდიაში მსგავსი ტიპის მკურნალობა აკრძალულია, რადგან კანაფი არალეგალურად ითვლება.

ივონ კაჰალეინის მეუღლე ჯონი ირლანდიაში დარჩა სამსახურის შესანარჩუნებლად.

"არცერთ ოჯახს არ უნდა უწევდეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, როგორიც ჩემი და ტრისტანის სამკურნალოდ ამერიკაში გადმოსვლაა. სამი თვეა ტრისტანს შეტევები აღარ აქვს. ჯანმრთელი სამი წლის ბავშვივით იქცევა. თამაშობს, დარბის, მღერის, ჩვეულებრივი პატარა მონსტრია", - ხუმრობს ბიჭუნას დედა.

მომზადებულია thesun.co.uk-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს