"მე­გო­ბარ­მა თით­ქოს, შხა­მი მო­მა­წო­და.. გრძნობების ალში გავეხვიეთ"

"მე­გო­ბარ­მა თით­ქოს, შხა­მი მო­მა­წო­და.. გრძნობების ალში გავეხვიეთ"

ეს ჩა­ნა­წე­რი ჟურ­ნალ "გზის" ერ­თ­გულ­მა მკითხ­ველ­მა, ასა­კო­ვან­მა ქალ­ბა­ტონ­მა - ნა­ნი დუმ­ბა­ძემ გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. მას­ში ასა­ხუ­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლურს ძა­ლი­ან ჰგავს და შე­იძ­ლე­ბა, ბევრს ეც­ნოს კი­დეც, მაგ­რამ რო­გორც ავ­ტო­რი ამ­ბობს, უბ­რა­ლოდ, ჩა­ნა­ხა­ტია...

ჩე­მი მოხ­დე­ნი­ლი გა­რეგ­ნო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლი ბუ­ნე­ბის გა­მო ბევ­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მყავ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონ­და ჩე­მი მე­ზო­ბე­ლი და თა­ნაკ­ლა­სე­ლი გუ­რა­მი, რო­მე­ლიც ასაკ­თან შე­და­რე­ბით, ძალ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი და ყვე­ლა სფე­რო­ში გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი იყო. ბევრს კითხუ­ლობ­და. მას შემ­დეგ, რაც მი­სი მშობ­ლე­ბი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში მოყ­ვ­ნენ და გარ­და­იც­ვალ­ნენ, სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა. მა­მი­და უვ­ლი­და ობ­ლებს - მას და პა­ტა­რა ლუ­კას. გუ­რა­მი კარ­გად ხა­ტავ­და, ჩე­მი პორ­ტ­რე­ტიც აქვს და­ხა­ტუ­ლი. ვმე­გობ­რობ­დით.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, გუ­რამ­მა კი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ­ზე.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვი­ცა­ნი მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტი გი­გი, რო­მე­ლიც უაღ­რე­სად ზრდი­ლი, სპორ­ტუ­ლი აღ­ნა­გო­ბის ჭა­ბუ­კი იყო. მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და იუმო­რის გრძნო­ბა, ამი­ტომ გო­გო­ნე­ბი ფუტ­კ­რე­ბი­ვით ესე­ოდ­ნენ. თით­ქ­მის ყვე­ლა სტუ­დენ­ტი მას­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. მეც სიმ­პა­თი­ით გან­ვეწყ­ვე მის­და­მი. მა­მა­მი­სი თე­ატ­რ­ში მუ­შა­ობს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტია, დე­და კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ლექ­ტო­რი გახ­ლავთ, და - ირ­მა კი იმ პე­რი­ოდ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ს­ტი­ტუტ­ში სწავ­ლობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ოჯახს: თბი­ლი მშობ­ლე­ბი მყავს. მა­მა მა­თე­მა­ტი­კო­სია, დე­და ექი­მი. მათ შე­სა­შუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ. ერ­თა­დერთ შვილს არა­ფერს მაკ­ლე­ბენ. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე, მუ­სი­კა­ზეც დავ­დი­ო­დი, ტან­ვარ­ჯიშ­სა და ცეკ­ვა­ზეც. მთე­ლი დღე ვუკ­რავ­დი და ვმღე­რო­დი. რო­მან­სებ­ზე ვი­ყა­ვი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

ერთ დღეს გი­გიმ მთხო­ვა, სახ­ლ­ში გავ­ყო­ლო­დი. თურ­მე, მი­სი და­ბა­დე­ბის დღე იყო. შე­ვე­დი თუ არა სახ­ლ­ში, და­ვი­ნა­ხე გაშ­ლი­ლი სუფ­რა. მხი­ა­რუ­ლი ატ­მოს­ფე­რო იყო. გი­გის და, ირ­მა რო­ი­ალ­ზე უკ­რავ­და. ცო­ტა ხნით მოგ­ვაქ­ცია ყუ­რადღე­ბა და მე­რე დაკ­ვ­რა გა­ნაგ­რ­ძო. რო­ცა და­ამ­თავ­რა, წა­მოხ­ტა და რე­ვე­რან­სი გაგ­ვი­კე­თა.

- ყო­ჩაღ, ირ­მა, ყო­ჩაღ! - ეს სიტყ­ვე­ბი ჩვენ­მა აპ­ლო­დის­მენ­ტებ­მა შთან­თ­ქა. სი­ტუ­ა­ცი­ამ ძა­ლი­ან წა­მა­ხა­ლი­სა და გი­გის წავ­ჩურ­ჩუ­ლე:

- გინ­და, ვიმ­ღე­რო? - ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა და გა­მო­აცხა­და:

- სცე­ნა­ზეა თქვენ­თ­ვის უც­ნო­ბი მომ­ღე­რა­ლი - თამ­თა.

ჩემ­მა ნამ­ღერ­მა მო­ხიბ­ლა რო­გორც გი­გის ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ისე სტუმ­რე­ბი. დი­ა­სახ­ლი­სი მო­მი­ახ­ლოვ­და და მითხ­რა:

- რა ტკბი­ლი ხმა გქო­ნია, თამ­თა!

იმ დღი­დან ჩე­მი და გი­გის მე­გობ­რო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და, გრძნო­ბის ალ­ში გა­ვეხ­ვი­ეთ.

გი­გიმ უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა თუ არა, მშობ­ლებს ჩე­მი ხე­ლი სთხო­ვა. დავ­ქორ­წინ­დით. მა­მა­მის­მა პა­რი­ზის ბი­ლე­თე­ბით დაგ­ვა­სა­ჩუქ­რა. ჯვრის­წე­რი­დან პირ­და­პირ აერო­პორ­ტ­ში წა­ვე­დით. ერ­თი კვი­რის შემ­დეგ, წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით დავ­ბ­რუნ­დით. გი­გის მა­მამ კი­დევ ერ­თი სი­ურ­პ­რი­ზი დაგ­ვახ­ვედ­რა: სა­მო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნა გვა­ჩუ­ქა ვა­კე­ში. ჩვენს სი­ხა­რულს საზღ­ვა­რი არ ჰქონ­და. თუმ­ცა, სა­გო­ნე­ბელ­შიც ჩავ­ვარ­დი: ხე­ლის­გულ­ზე გაზ­რ­დი­ლი გო­გო შევ­ძ­ლებ­დი კი ღირ­სე­ულ დი­ა­სახ­ლი­სო­ბას? გა­ვუ­წევ­დი გი­გის ღირ­სე­ულ მე­უღ­ლე­ო­ბას?

ჩვენს ახალ ბი­ნა­ში მო­ვიდ­ნენ მე­გობ­რე­ბი და მი­ლო­ცავ­დ­ნენ ყვე­ლა­ფერს ერ­თად. მე­რე საზღ­ვარ­გა­რეთ გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თე­ბი და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ და მეც, მთე­ლი დღე, და­უ­ღა­ლა­ვად ვყვე­ბო­დი ჩემს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე, ემო­ცი­ებ­ზე, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თი­დან გა­მომ­ყ­ვა. სუ­ვე­ნი­რე­ბი­დან თით­ქ­მის არა­ფე­რი და­მი­ტო­ვეს, - შენ ისიც გე­ყო­ფა, პა­რიზ­ში რომ იყა­ვიო...

ნელ-ნე­ლა, დი­ა­სახ­ლი­სო­ბის ში­ში გა­მიქ­რა და კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც გა­ვი­წა­ფე. ერთ დღეს მუ­შებ­მა თეთ­რი რო­ი­ა­ლი მო­მი­ტა­ნეს, რო­მე­ლიც ბომ­ბო­ნე­რის ყუ­თი­ვით იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი. შუ­ა­ში გა­და­ჭი­მუ­ლი ჰქონ­და აბ­რე­შუ­მის ბრტყე­ლი ლენ­ტი, რო­მელ­ზეც ოქ­როს­ფე­რი ასო­ე­ბით ეწე­რა: "ჩე­მო ტკბი­ლო ბულ­ბუ­ლო, თამ­თა", - შემ­დეგ მას­ზე აბ­რე­შუ­მი­სა­ვე თეთ­რი ვარ­დი იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი და გრძელ­დე­ბო­და წარ­წე­რა: "მიყ­ვარ­ხარ, შე­ნი გი­გი". გა­ხა­რე­ბუ­ლი მა­შინ­ვე ტე­ლე­ფონს ვე­ცი. ... განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს