ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება

ბიძინა ივანიშვილი - მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება

მიხეილ სააკაშვილს ძალიან კარგი საკანი ელოდება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ მას წასასვლელიც აღარ ექნება.

"თქვენ არ გჭირდებათ დამატებითი ინფორმაცია, დააკვირდით "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებებს. ეს ბელადი იმოძღვრება უკრაინიდან, მისი მეუღლე კიდევ რაღაც გვირაბებს უთხრის. ჩვენ არც ისე შორს ვართ ევროპისგან ამ მხრივ, სასჯელაღსრულების სისტემას ვგულისხმობ. ჯურღმულში და გვირაბში არ ვაცხოვრებთ მის მეუღლეს, კარგი, გამართული საკნები გვაქვს. მას ძალიან კარგი საკანი ელოდება. მე მგონი, ამ არჩევნების შემდგომ წასასვლელიც აღარ აქვს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."