სოციალურ ქსელში პოპულარული ფოტოს ნამდვილი ისტორია

სოციალურ ქსელში პოპულარული ფოტოს ნამდვილი ისტორია

ირანის ისლამური სახელმწიფოს ფორმირებაში ირანისა და ერაყის ომმა დიდი როლი ითამაშა. ირანს ახალგაზრდა რევოლუციური მთავრობა ჰყავდა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როდესაც ერაყის პრეზიდენტმა სადამ ჰუსეინმა ჯარი შეიყვანა ირანის სამხრეთ დასავლეთ ხუზესტანის რეგიონში 1980 წელს. მტრის შემოჭრამ ასეულობით ათასი ირანელის მობილიზაცია გამოიწვია და რევოლუციური სიფიცხის ახალი ტალღა ააგორა.

ირანისთვის ომი კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებად იქცა, დაჩაგრულსა და მჩაგვრელს შორის დაპირისპირების სიმბოლოდ. ტირანი ჰუსეინი, რომელიც სპარსეთის ყურეში არაბულმა სახელმწიფოებმა დააფინანსეს და დასავლეთმა ტექნოლოგიები და იარაღი გადასცა, უპირისპირდებოდა ირანს, რომელიც საერთაშორისო იზოლაციაში იყო.

ირანში დღემდე ომის დროს გაღებულ მსხვერპლს იხსენებენ. მრავალი ქუჩა თეირანში გარდაცვლილების სახელს ატარებს. შენობებზე ბანერებია აღმართული. ბევრი სახელმწიფო ინსტიტუტი აფინანსებს პროექტებს, რომელიც ომის პერიოდის მოგონებებს გააცოცხლებს. ერთ-ერთი ასეთი პროექტი იყო ომის დროინდელი ცნობილი ფოტოს აღდგენა, რომელმაც სოციალურ ქსელში მოიპოვა პოპულარობა.

როგორც ამბობენ, ფოტოზე იმამ ჰუსეინის მე-15 დივიზიის მებრძოლების ორიგინალი ფოტოს ფონზე ჰესბოლას ახალგაზრდა მებრძოლები დგანან. სოციალურ ქსელში, ბევრ ადგილას ეს ფოტო ასეთი წარწერით გავრცელდა: "ომში დაღუპული ჯარისკაცების შვილებმა ფოტო მამების მსგავსად გადაიღეს". თუმცა, ფოტოზე ახალგაზრდების უკან ასახული მამაკაცები მათი მამები არ არიან.

როგორც ირანული გამოცემა mashreghnews.ir წერს, ეს სპეციალური ჩანაფიქრია ორ თაობას შორის არსებული კავშირის დემონსტრირებისთვის. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ორიგინალ ფოტოზე ასახული მებრძოლებიდან ორი - დაიღუპა ომში: ჰოსეინ ხარაზი (მარჯვნიდან მეხუთე) იმამ ჰუსეინის მეთოთხმეტე დივიზიის მეთაური იყო, მარცხნიდან მესამე, გორბან ალი არაბი კი ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე.

მომზადებულია al-monitor.com-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს