13 საინტერესო ფაქტი რომის პაპ ფრანცისკზე

13 საინტერესო ფაქტი რომის პაპ ფრანცისკზე

საქართველოს დღეს რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, აუდიენცია ხელისუფლების  წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რის შემდეგაც რომის პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.

1-ელ ოქტომბერს დაგეგმილია მესა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ხვალვე რომის პაპი საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდება, მოგვიანებით კი მცხეთას ეწვევა და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს. რომის პაპი საქართველოს 2 ოქტომბერს დატოვებს.

2013 წელს არჩეული რომის პაპი მაშინვე გახდა მსოფლიო მედიასაშუალებების განხილვის ობიექტი. გასაკვირიც არ არის - ის რადიკალურად განსხვავდება ეკლესიის ყველა იმ კარდინალისგან, რომლებსაც რომის პაპის ტიტულის მოპოვება სურდათ. გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს რომის 266-ე პაპის ცხოვრებიდან.

  • ნამდვილი სახელი - ხორხე
  • ის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში პირველი პაპი გახდა, რომელმაც სახელი ფრანცისკი აირჩია
  • ფრანცისკი პროფესიით ქიმიკოსია, ის ერთი პერიოდი საშუალო სკოლაშიც ასწავლიდა ქიმიას
  • იმის ნაცვლად, რომ დაელოდოს, რას შესთავაზებს მზარეული, რომის პაპი ხშირად თავადვე ამზადებს კერძებს. ამბობენ, რომ განსაკუთრებით კარგად პაელია (ესპანური კერძი) გამოსდის
  • სანამ მღვდელმსახური გახდებოდა, ფნანცისკს (მაშინ ჯერ კიდევ ხორხეს) თავის შეყვარებულთან ერთად ტანგოს ცეკვა ყვარებია
  • ფრანცისკის ბიოგრაფიაში არგენტინული ღამის კლუბის დაცვის წევრობის შესახებაც შეხვდებით ინფორმაციას
  • ფრანცისკი რომის კათოლიციზმის ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა
  • ფნანცისკი ცდილობს, თანამედროვე ტენდენციებს არ ჩამორჩეს. მაგალითად, მას აქვს მოქმედი ექაუნთი ტვიტერზე, სადაც 20 მილიონზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. ასევე, სურდა ფეისბუქზე

დარეგისტრირებულიყო, მაგრამ ეკლესიის კარდინალები შეშფოთდნენ იმის გამო, რომ შესაძლოა უამრავი ნეგატიური კომენტარი და აგრესიული გამონათქვამი დაიწეროს მის გვერდზე, ამიტომ, თავი შეიკავა.

  • რომის პაპს ფეხბურთი უყვარს და აქტიურად გულშემატკივრობს არგენტინულ გუნდს "სან ლორენსო"
  • პაპს მოსწონს ფანტასტიკა, წაკითხული აქვს ტოლკიენის უამრავი ნამუშევარი
  • ფრანცისკი კონსერვატორი კი არის, მაგრამ ქორწინების გარეშე ურთიერთობების წინააღმდეგი არ არის და მიიჩნევს, რომ მღვდლებმა უკანონოდ შობილი ბავშვების მონათვლაზე უარი არ უნდა თქვან

  • ფრანცისკი ძალიან მოკრძალებულია - ძვირადღირებულ საჩუქრებს ყიდის, თანხას კი ქველმოქმედებას ახმარს.
  • რომის პაპი 1994 წლიდან ტელეგადაცემებს არ უყურებს, რადგან ასეთი აღთქმა ღვთისმშობელ მარიამს მისცა

დუდანა ზაქარაია

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს