მეცნიერებმა ამხილეს თუ რა ფაქტორები აკლებინებს ადამიანს წონაში

მეცნიერებმა ამხილეს თუ რა ფაქტორები აკლებინებს ადამიანს წონაში

ამერიკელმა ფსიქოლოგებმა დაასახელეს ძირითადი ფაქტორი, რომელიც უმეტეს შემთხვევებში, ადამიანებს წონაში აკლებინებს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ საჭმლისადმი ემოციური მიჯაჭვულობა დაკავშირებულია ოჯახური და კულტურული ტრადიციების აღქმასთან და არა სტრესული სიტუაციის შემდეგ თავის დაჯილდოებასთან.

ფსიქოლოგები გვირჩევენ პირადი დღიურის წარმოებას, სადაც დაფიქსირდება მიღებული საკვების რაოდენობა და ხარისხი, აგრეთვე ხასიათის ცვლილებები. ასევე სპეციალისტები გვირჩევენ, მოვერიდოთ ისეთ საკვებს, რომელიც სასიამოვნო შეგრძნებებს აღძრავს, რადგან ისინი პირდაპირ კავშირშია ზედმეტ ჭამასთან.

ბოლოს მეცნიერები გვირჩევენ იმ ფსიქოლოგიური პრობლემების გამორკვევას, რომელიც ადამიანს ხშირი ჭამისკენ უბიძგებს. ვითარების შემსუბუქება ფსიქოლოგებს და მხარდამჭერ ჯგუფებს შეუძლიათ.

ამერიკაში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 31 პროცენტი თვლის, რომ ფიზიკური დატვირთვის არქონის გამო ვერ იკლებენ წონაში, 26 პროცენტი თვლის, რომ სწორ დიეტაშია საქმე, 17 პროცენტი ცხოვრების არაჯანსაღ სტილს აბრალებს სიმსუქნეს, 12 პროცენტი დროის არქონას, ხოლო 10 პროცენტი ფსიქოლოგიურ ფაქტორებს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს