მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი

მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სახიფათოა? - რა რჩევას აძლევს ქალებს ექიმი

მსოფლიოში ყველა ქალი ორ კატეგორიად იყოფა: ისინი, ვისაც უყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვისაც ეზიზღება. გოგონათა ამ ორ ჯგუფს შორის გრძელდება დავა, არის თუ არა ქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ჯანმრთელობისთვის საზიანო. ახალმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ქუსლიანი ფეხსაცმელი საკმაოდ სახიფათო ყოფილა.

მკვლევარების თქმით, ტრავმების მიღების რისკი იმ ქალებს უფრო დიდი აქვთ, რომლებიც ქუსლიან ფეხსაცმელს სამ წელზე მეტია ატარებენ და ამასთან, ქუსლის ზომა 10 სანტიმეტრზე მეტია. ასეთი ქალები საკმაოდ მაღალი რისკის ქვეშ არიან, რომ კოჭი მოიტეხონ. ამის მიზეზი ტერფის ოთხი მთავარი კუნთის დისბალანსშია. მეორე მხრივ, თუ ქუსლიან ფეხსაცმელთან თქვენი ურთიერთობის გამოცდილება სამ წელს აღემატება, რისკები იკლებს.

აი, რას ყვება კვლევის ხელმძღვანელი ექიმი იუნ სოკ ჯი: "ხანდახან ქუსლიანი ფეხსაცმელი უაღრესად მოდურია, ზოგჯერ კი მხოლოდ კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებს სჭირდებათ. თუმცა, ქალები არც ეჭვობენ, თუ რამდენად სახიფათოა ის. თუ თქვენ კოჭთან არ გაქვთ კუნთები განვითარებული, ქუსლი შეიძლება სერიოზული ტრავმის მიზეზად იქცეს".

ექიმი ურჩევს მათ, ვისაც ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე, სახლში რეგულარულად ივარჯონ კოჭის გასამაგრებლად.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს